მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.2
0.0078
flag
AZN 1.5805
-0.0003
flag
CNY 38.723
0.0004
flag
EUR 3.1688
-0.0001
flag
GBP 3.6476
-0.0059
flag
KZT 54.25
-0.0013
flag
TRY 0.0616
-0.0001
flag
USD 2.687
-0.0006

2024 წელს მსოფლიოს მოსახლეობის 51%-ს 5G ინტერნეტთან წვდომა ექნება - გაერო

news image

2024 წელს ინტერნეტთან პლანეტაზე 5,5 მილიარდი ადამიანი იქნება დაკავშირებული. ამის შესახებ გაეროს საინფორმაციო სამსახური საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მოხსენებაზე დაყრდნობით იტყობინება.

„განახლებული მაჩვენებლებით, 2024 წელს 5,5 მილიარდი ადამიანი იქნება ინტერნეტთან დაკავშირებული, რაც 227 მილიონით მეტია 2023 წელთან შედარებით. ამავდროულად, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ყველას არ აქვს შესაძლებლობა მსოფლიო ქსელი გამოიყენონ“, - ნათქვამია ანგარიშში.

ITU-ს გენერალურმა მდივანმა დორინ ბოგდან-მარტინმა ისაუბრა „ორ ციფრულ რეალობაზე მაღალი და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში“.

”ყველაზე დაუცველ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაციის, განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა,” - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ორგანიზაციის შეფასებით, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ინტერნეტით სარგებლობს მოსახლეობის 93%, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მხოლოდ 27%.

„გამოწვევები რჩება ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც […] მოსახლეობის მხოლოდ 35%-ს აქვს ინტერნეტთან წვდომა, და განვითარებად და ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყნებში ინტერნეტთან 39% არის დაკავშირებული. საერთო ჯამში, 2024 წელს დაახლოებით 2,6 მილიარდ ადამიანს არ ექნება წვდომა ინტერნეტზე, რაც წარმოადგენს მსოფლიოს მოსახლეობის 32%-ს“, - წერს გაერო.

სქესის მიხედვით სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: მამაკაცების 70%-ი ინტერნეტით სარგებლობს, ქალებისთვის ეს მაჩვენებელი 65%-ია.

„2024 წელს მსოფლიოს მოსახლეობის 51% დაფარული იქნება 5G კომუნიკაციებით, მაშინ როცა მნიშვნელოვანი განსხვავებებია მაღალი და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის: შესაბამისად 84%-ს და 4%-ს ექნება წვდომა 5G ინტერნეტზე“, - აღნიშნა გაერომ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ტექ ოლიმპიადების ჰაბის - Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

06.02.2026.14:06

საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადამ ინფორმატიკაში, რომელიც წელს  ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში პირველად გამოცხადდა, ქვეყნის მასშტაბით დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველ ონლაინ ტურში, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე ჩაერთო. მონაწილეების 50%-ზე მეტი ოლიმპიადას რეგიონებიდან შემოუერთდა. 

Olyinfo თითოეულ მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას, გამოცადონ საკუთარი უნარები ანალიტიკურ, ლოგიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა.

უკვე ცნობილია მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეების ვინაობა, რომლებიც დასკვნითი ტურისთვის მოემზადებიან. შედეგების გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.olyinfo.ge

OLYINFO ეროვნულ დონეზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლიდან ტარდება და აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, BTU-ს ბაზაზე გაიმართა. 

თიბისისა და BTU-ს პარტნიორობით შექმნილი ტექ ოლიმპიადების ჰაბი ერთიანი პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალი თაობას საშუალებას აძლევს გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და ტექნოლოგიებში პირველი ნაბიჯები გადადგან.

ტექ ოლიმპიადების ჰაბის მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი სამომავლოდ საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მზადებაა. ჰაბი, ასევე მიზნად ისახავს ინკლუზიური, ხარისხიანი და მდგრადი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში.

თიბისი, ჰაბის გენერალური პარტნიორი, განათლებას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განიხილავს, ამიტომ ბრენდი სისტემურად უჭერს მხარს ტექნოლოგიური განათლების გაძლიერებას საქართველოში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა