2024 წელს მსოფლიოს მოსახლეობის 51%-ს 5G ინტერნეტთან წვდომა ექნება - გაერო
2024 წელს ინტერნეტთან პლანეტაზე 5,5 მილიარდი ადამიანი იქნება დაკავშირებული. ამის შესახებ გაეროს საინფორმაციო სამსახური საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მოხსენებაზე დაყრდნობით იტყობინება.
„განახლებული მაჩვენებლებით, 2024 წელს 5,5 მილიარდი ადამიანი იქნება ინტერნეტთან დაკავშირებული, რაც 227 მილიონით მეტია 2023 წელთან შედარებით. ამავდროულად, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ყველას არ აქვს შესაძლებლობა მსოფლიო ქსელი გამოიყენონ“, - ნათქვამია ანგარიშში.
ITU-ს გენერალურმა მდივანმა დორინ ბოგდან-მარტინმა ისაუბრა „ორ ციფრულ რეალობაზე მაღალი და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში“.
”ყველაზე დაუცველ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაციის, განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა,” - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ორგანიზაციის შეფასებით, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ინტერნეტით სარგებლობს მოსახლეობის 93%, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მხოლოდ 27%.
„გამოწვევები რჩება ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც […] მოსახლეობის მხოლოდ 35%-ს აქვს ინტერნეტთან წვდომა, და განვითარებად და ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყნებში ინტერნეტთან 39% არის დაკავშირებული. საერთო ჯამში, 2024 წელს დაახლოებით 2,6 მილიარდ ადამიანს არ ექნება წვდომა ინტერნეტზე, რაც წარმოადგენს მსოფლიოს მოსახლეობის 32%-ს“, - წერს გაერო.
სქესის მიხედვით სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: მამაკაცების 70%-ი ინტერნეტით სარგებლობს, ქალებისთვის ეს მაჩვენებელი 65%-ია.
„2024 წელს მსოფლიოს მოსახლეობის 51% დაფარული იქნება 5G კომუნიკაციებით, მაშინ როცა მნიშვნელოვანი განსხვავებებია მაღალი და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის: შესაბამისად 84%-ს და 4%-ს ექნება წვდომა 5G ინტერნეტზე“, - აღნიშნა გაერომ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.10:21
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).
ეროვნული AI ოლიმპიადის პირველ ტური 27 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობა IX-XII კლასის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან, მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე გადავა.
მეორე, ფინალური ტურის შედეგების მიხედვით კი, რომელიც მაისის ბოლოს ჩატარდება, ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება. 4-წევრიანი ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი.
ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.
თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.