2024 წელს 5G ინტერნეტს ორი კომპანია „მაგთიკომი“ და „სელფი მობაილი“ ავრცელებდნენ - ComCom
კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის საქმიანობის ანგარიშისმიხედვით, გასულ წელს, ComCom-მა, ქვეყანაში მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, 5G-ის დასანერგად, ოპერატორებისთვის აუქციონი მეორედ ჩაატარა.
გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-თვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და კომპანიებს მეორედ მისცა შანსი, მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურება მიეწოდებინათ. გასულ წელს ჩატარებულ აუქციონში კომპანია „მაგთიკომმა“ გაიმარჯვა და 5G დანერგა. 2023 წელს ჩატარებულ აუქციონში კი სიხშირეები „სელფი მობაილმა“ მოიპოვა და 5G-ის დანერგვას ეტაპობრივად ახორციელებს.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად, 2024 წელს აუქციონი 17 ლოტზე გამოცხადდა. აუქციონზე გამოტანილი იყო 700, 3410-3710 და 2600 მეგაჰერცი დიაპაზონების სიხშირული ზოლები. ასევე. გამოცხადდა 4 აუქციონი 800 და 2100 მეგაჰერც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიის მოსაპოვებლად. 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „მაგთიკომმა“ მიიღო და 7 აუქციონში გაიმარჯვა, ყველა შეძენილი სიხშირის ღირებულებამ კი ჯამში, 149,025,808,00 ლარი შეადგინა.
ანგარიშის მიხედვით, 5G ტექნოლოგიის დასანერგად, ComCom-მა სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო და საჭირო პირობები ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა. ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია „EY“-ის ექსპერტების ჩართულობით დაადგინა.
5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა მობილური ინტერნეტის სიჩქარე, შეამცირა დაყოვნება და სატელეკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა ისეთი უმნიშვნელოვანესი დარგები, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12 კვირიანი აქსელერაციის პროგრამა - საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა
05.12.2025.16:03
500 Global-ის ინიციატივით, GITA-თან და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, უკვე მეცხრედ, საქართველოში 500 Global in Eurasia გაიმართა. აქსელერაციის პროგრამაში წელს მონაწილეობა 8 ქვეყნის 12 განსხვავებული პროფილის მქონე სტარტაპმა მიიღო.
პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, Demo Day-ზე, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართა, დამფუძნებლებმა საკუთარი სტარტაპები ინვესტორებსა და ფართო აუდიტორიას გააცნეს:
• AdMagica.ai - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყო, რომელიც ეხმარება ელ. კომერციის ბრენდებს, რამდენიმე წამში შექმნან ეფექტური სარეკლამო ვიზუალები რეალურ დროში არსებულ Meta Ads-ის მონაცემებსა და კრეატიულ ჩარჩოებზე დაყრდნობით.
• Adsmom - ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი ad intelligence პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, აკონტროლონ, შეადარონ და გააანალიზონ ნებისმიერი კონკურენტის Meta რეკლამები რეალურ დროში.
• Callsy AI - AI გაყიდვების პირველი აგენტი, რომელიც ელ. კომერციის პლატფორმებზე დაუმთავრებელი შესყიდვების აღსადგენად შეიქმნა და ის რეალურ დროში ხმის ავტომატიზაციას იყენებს.
• DataCall - სტარტაპი მცირე და საშუალო ზომის კერძო კლინიკებისთვის სატელეფონო ოპერაციების ავტომატიზაციას ახდენს.
• Defect ai - სამედიცინო აუდიტის AI სისტემა, რომელიც ამოწმებს ჩანაწერებს, ეხმარება კლინიკებს სადაზღვევო კომპანიების მიერ უარყოფილი ან არანაზღაურებული მოთხოვნების 90%-მდე შემცირებაში და აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს უახლესი კლინიკური პროტოკოლებისა და რეკომენდაციების საფუძველზე.
• FashionLab - სტარტაპი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ცვლის ფოტოგადაღებას მოდის ინდუსტრიაში - ხდის მას უფრო სწრაფს, ხელმისაწვდომს, ინკლუზიურს და ოპტიმიზებულს, რაც ზრდის გაყიდვებს და ამცირებს დანახარჯებს.
• Talk Labs - ხელოვნური ინტელექტის ხმოვანი სიმულაციები, რომელიც იძლევა მომხმარებლების მხარდამჭერი პერსონალის გადამზადების შესაძლებლობას.
• Neolink - ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი No-Code შესყიდვების პლატფორმა.
• Quantum Neuron, Inc - Workforce-as-a-Service პლატფორმა, სადაც Persona მენეჯერი რამდენიმე AI პერსონას მართავს, რომლებიც WhatsApp-ის, Instagram-ის, ელ. ფოსტის და ხმოვანი სერვისის საშუალებით სთავაზობენ პროდუქციას მომხმარებლებს, მხარდაჭერას უწევენ მათ, რითაც 48-72 საათში ქმნიან ხელშესახებ ბიზნეს შედეგებს.
• Rebookify - სტარტაპი ტურისტულ სააგენტოებს ეხმარება, გაზარდონ მოგება, სასტუმროების რეზერვაციების უფრო იაფიან ალტერნატივებზე გადაჯავშნით.
• Spotwise - AI გაყიდვების აგენტი, რომელიც კონკურენტების რეკლამების მონიტორინგს რეალურ დროში ახორციელებს და აქცევს მათ მოგებად.
• Stackbooster - სტარტაპი ავტონომიური AI სკეილინგის დახმარებით, ზრდის ქლაუდის ეფექტურობას. 60%+-ით ამცირებს ხარჯებს და აუმჯობესებს აპლიკაციის ეფექტურობას.
500 Global in Eurasia-ს ახალ ნაკადზე მიღება დაწყებულია. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia-ს ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები 12 კვირიან აქსელერაციის პროგრამას გადიან, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან; ინტენსიური გადამზადების პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იძენენ, როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას; იზიარებენ საჭირო ექსპერტიზას და ამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.
მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 10 ქვეყნის 80-ზე მეტი სტარტაპი.