მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12 კვირიანი აქსელერაციის პროგრამა - საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა

news image

500 Global-ის ინიციატივით, GITA-თან და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, უკვე მეცხრედ, საქართველოში 500 Global in Eurasia გაიმართა. აქსელერაციის პროგრამაში წელს მონაწილეობა 8 ქვეყნის 12 განსხვავებული პროფილის მქონე სტარტაპმა მიიღო.

პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, Demo Day-ზე, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართა, დამფუძნებლებმა საკუთარი სტარტაპები ინვესტორებსა და ფართო აუდიტორიას გააცნეს:

AdMagica.ai - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყო, რომელიც ეხმარება ელ. კომერციის ბრენდებს, რამდენიმე წამში შექმნან ეფექტური სარეკლამო ვიზუალები რეალურ დროში არსებულ Meta Ads-ის მონაცემებსა და კრეატიულ ჩარჩოებზე დაყრდნობით.

Adsmom - ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი ad intelligence პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, აკონტროლონ, შეადარონ და გააანალიზონ ნებისმიერი კონკურენტის Meta რეკლამები რეალურ დროში.

Callsy AI - AI გაყიდვების პირველი აგენტი, რომელიც ელ. კომერციის პლატფორმებზე დაუმთავრებელი შესყიდვების აღსადგენად შეიქმნა და ის რეალურ დროში ხმის ავტომატიზაციას იყენებს.

DataCall - სტარტაპი მცირე და საშუალო ზომის კერძო კლინიკებისთვის სატელეფონო ოპერაციების ავტომატიზაციას ახდენს.

Defect ai - სამედიცინო აუდიტის AI სისტემა, რომელიც ამოწმებს ჩანაწერებს, ეხმარება კლინიკებს სადაზღვევო კომპანიების მიერ უარყოფილი ან არანაზღაურებული მოთხოვნების 90%-მდე შემცირებაში და აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს უახლესი კლინიკური პროტოკოლებისა და რეკომენდაციების საფუძველზე.

FashionLab - სტარტაპი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ცვლის ფოტოგადაღებას მოდის ინდუსტრიაში - ხდის მას უფრო სწრაფს, ხელმისაწვდომს, ინკლუზიურს და ოპტიმიზებულს, რაც ზრდის გაყიდვებს და ამცირებს დანახარჯებს.

Talk Labs - ხელოვნური ინტელექტის ხმოვანი სიმულაციები, რომელიც იძლევა მომხმარებლების მხარდამჭერი პერსონალის გადამზადების შესაძლებლობას.

Neolink - ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი No-Code შესყიდვების პლატფორმა.

Quantum Neuron, Inc - Workforce-as-a-Service პლატფორმა, სადაც Persona მენეჯერი რამდენიმე AI პერსონას მართავს, რომლებიც WhatsApp-ის, Instagram-ის, ელ. ფოსტის და ხმოვანი სერვისის საშუალებით სთავაზობენ პროდუქციას მომხმარებლებს, მხარდაჭერას უწევენ მათ, რითაც 48-72 საათში ქმნიან ხელშესახებ ბიზნეს შედეგებს.

Rebookify - სტარტაპი ტურისტულ სააგენტოებს ეხმარება, გაზარდონ მოგება, სასტუმროების რეზერვაციების უფრო იაფიან ალტერნატივებზე გადაჯავშნით.

Spotwise - AI გაყიდვების აგენტი, რომელიც კონკურენტების რეკლამების მონიტორინგს რეალურ დროში ახორციელებს და აქცევს მათ მოგებად.

Stackbooster - სტარტაპი ავტონომიური AI სკეილინგის დახმარებით, ზრდის ქლაუდის ეფექტურობას. 60%+-ით ამცირებს ხარჯებს და აუმჯობესებს აპლიკაციის ეფექტურობას.

500 Global in Eurasia-ს ახალ ნაკადზე მიღება დაწყებულია. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს

ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia-ს ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები 12 კვირიან აქსელერაციის პროგრამას გადიან, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან; ინტენსიური გადამზადების პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იძენენ, როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას; იზიარებენ საჭირო ექსპერტიზას და ამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.

მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 10 ქვეყნის 80-ზე მეტი სტარტაპი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გააგრძელებს ისეთი პლატფორმების შექმნას, სადაც ქართული სტარტაპები გააძლიერებენ შესაძლებლობებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან დასაკავშირებლად - ავთანდილ კასრაძე

06.03.2026.15:26

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე და Glovo-ს დამფუძნებელი და ტექნოლოგიური ლიდერი საშა მიშუ, თბილისის ტექნოპარკში, სტარტაპებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ქართველმა სტარტაპერებმა უშუალოდ Glovo-ს თანადამფუძნებლისგან მოისმინეს კომპანიის განვითარების ისტორია და პრაქტიკული რჩევები. საშა მიშუმ აუდიტორიას გაუზიარა, როგორ ჩამოყალიბდა Glovo-ს იდეა, ისაუბრა სტარტაპის განვითარების საწყის ეტაპებზე, თავდაპირველ შეცდომებსა და სტრატეგიულ ცვლილებებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბის ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნას ახლავს. შეხვედრაზე განხილული იყო, როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში — საჭირო უნარები, სტარტაპერებისთვის მნიშვნელოვანი რჩევები და განსხვავება დამფუძნებლებსა და შემქმნელებს შორის.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ GITA - თვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველ სტარტაპებს ჰქონდეთ შესაძლებლობა უშუალოდ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებისა და ლიდერების გამოცდილებიდან მიიღონ პრაქტიკული რჩევები, რაც მათ საქმიანობაში გამოადგებათ.

“ასეთი შეხვედრები ეხმარება სტარტაპებს უკეთ გაიგონ, როგორ ვითარდება იდეა საერთაშორისო მასშტაბის პროდუქტად და რა ნაბიჯებია საჭირო გლობალურ ბაზარზე წარმატებისთვის. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გააგრძელებს ისეთი პლატფორმების შექმნას, სადაც ქართული სტარტაპები მიიღებენ ცოდნას, გაიღრმავებენ კონტაქტებსა და შესაძლებლობებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან დასაკავშირებლად.” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ვითარდება ტექნოლოგიებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით. Glovo-ს მსგავსი გლობალური გამოცდილების გაზიარება პირდაპირ პასუხობს ადგილობრივი მეწარმეების საჭიროებებს — როგორ მასშტაბირდეს იდეა და როგორ გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა