„სკიჯის სახლი“ - გრანტით დაწყებული ბიზნესი
მცირე საოჯახო ბიზნესიდან, მაღალი სტანდარტების შესაბამის ბიზნესამდე ამხანაგობა ,,სკიჯის სახლმა“ ხანგრძლივი და შრომატევადი გზა გაიარა.
სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ საგრანტო პროგრამის ხელშეწყობით, სკიჯის დამფუძნებლებს სტიმული მიეცათ დაეტოვებინათ ქალაქი და საკუთარი საქმიანობის უკეთ განვითარებისთვის, საცხოვრებლად, ჩოხატაურის რაიონ სოფელ ხიდისთავში გადასულიყვნენ.
,,სააგენტოს საგრანტო პროგრამის გარეშე ბიზნეს ვერ და არც დავიწყდებდით. 2015 წელს პირველი გრანტით, 5000 ლარით, ჩირის წარმოებისთვის დავფინანსდით. ამ გამარჯვებამ გამბედაობა მოგვცა დავბრუნებულიყავით იმ ადგილას, სადაც მხოლოდ შვებულებასა და არდადეგებს ვატარებდით. საქმიანობის განვითარების პროცესში ახალი იდეაც გაჩნდა, გაგვეკეთებინა საოჯახო ტიპის სასტუმრო.
2017 წელს, ოჯახის ორი წევრის გაერთიანებით, კიდევ ერთი 10 ათას ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ. ახალი ტურისტული ადგილის გამოჩენა შავიზღვისპირეთში ჩამოსული ტურისტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა.
გურულ ოჯახში ცხოვრება, საოჯახო საქმიანობაში მონაწილეობა და საგრანტო პროგრამით დაფინანსებული ჩირის წარმოების გაცნობა კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა ტურისტებისთვის. განსაკუთრებით ინტერესდებიან ადგილობრივი კერძების მასტერკლასებით, რომელსაც ჩვენ ვუტარებთ“ - ამბობს დარეჯან ბერძენიშვილი, “სკიჯის“ დამფუძნებელი.
2022 წლამდე სასტუმროს მფობელებმა შეძლეს ბიზნესის სტაბილური განვითარება, თუმცა მათი მცირე აქტივი, რომელიც საცხოვრებელ სახლსა და მის გარშემო ეზოს მოიაზრებდა, საკმარისი არ აღმოჩნდა ბანკთან თანამშრომლობისთვის. ,,სკიჯის სახლმა“ საჭირო თანხის მობილიზებისთვის სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო-საგარანტიო სქემით ისარგებლა, რაც მცირე ბიზნესისთვის სახელმწიფოსგან საკრედიტო გარანტიის გაცემას გულისხმობს. სააგენტოს საკრედიტო-საგარანტიო სქემით მიღებული სესხი კოტეჯების აშენებასა და მოწყობას მოხმარდება, რისი სამუშაოებიც უკვე დაწყებულია. საცხოვრებელ სახლში მცირე გრანტით დაწყებული ორი მცირე ბიზნესი, სახელმწიფო პროგრამების დახმარებით მაღალი სტანდარტის შესაბამის საოჯახო ბიზნესად გადაიქცევა.
,,უკვე გვაქვს ევროსტანდარტის შესაბამისი საოჯახო საამქრო „სკიჯი“, მისი ექსტერიერი გურული ტრადიციული ოდაა, რომელიც თავის მხრივ ტურისტულ პროდუქტსაც წარმოადგენს, მისი სადეგუსტაციო სივრცით; უკვე გაშენდა ციტრუსისა და ხეხილის საჩვენებელი მეურნეობა ტურისტებისთვის ხიდან - ჩირამდე. აშენდა ფანჩატური, გაიმართა გურული ქუხნა. დაგეგმილია კომფორტული, ინდივიდუალური კოტეჯებისა და პროფესიული სამზარეულო-სასადილოს აშენება. ამით ჩვენი ორივე ბიზნესი, ჩირის წარმოება და საოჯახო სასტუმრო, ერთიან კონცეფციაში გაერთიანდება. ვაპირებთ გასტროტურიზმის კომპონენტის დამატებას, რომელიც გურულ ტრადიციულ სამზარეულოზე და ექსპერიმენტულ გემეოებზე იქნება დამყარებული.“ - ამბობს დარეჯან ბერძენიშვილი, “სკიჯის“ დამფუძნებელი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
04.11.2023.00:00
საწარმოს საქართველოს საექსპორტო მიმართულების ორგანიზებით, 23 ქართული კომპანია მონაწილეობს საკვები და სასმელების მთავარ საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე - Anuga 2023, რომელიც 2023 წლის 7-11 ოქტომბერს ტარდება.
ამ მნიშვნელოვან სავაჭრო გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია ორი პავილიონით. საკვების პავილიონში წარმოდგენილია ქართული კომპანიების პროდუქცია, მათ შორის თხილი, ნუში, კაკალი, ლურჯი მოცვი, მურაბები, თაფლი, ჩირი, ჩურჩხელა და მზა პროდუქტები. სასმელების პავილიონში კი წარმოდგენილია ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის წვენები, მინერალური წყალი, ლიმონათი და ჩაი.
ღონისძიება ტრადიციულად ტარდება გერმანიის ქალაქ კიოლნში. Anuga ყოველწლიურად დაახლოებით 165,000 დამთვალიერებელს იზიდავს და მასში მონაწილეობს დაახლოებით 7,500 გამომფენი. გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო ბაზრობაა საკვებისა და სასმელების სექტორში, რომლის მთავარი მიზანია ბიზნეს ურთიერთობების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებთან და მომხმარებლებთან, ქვეყნების საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება და ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლა.
საწარმოს საქართველოს ორგანიზებით, ქართული კომპანიები ამ გამოფენაში უკვე მეხუთედ იღებენ მონაწილეობას.