მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7115.7
0.0168
flag
AZN 1.6118
0.0003
flag
CNY 37.951
-0.0055
flag
EUR 3.0815
-0.0083
flag
GBP 3.6605
-0.0097
flag
KZT 53.51
-0.0015
flag
TRY 0.0705
-0.0001
flag
USD 2.7401
-0.0005

„ქარუ“- როგორ შეიქმნა ბრენდი მარტივი იდეებით

news image

2018 წელს შეიქმნა კომპანია, რომელმაც ავტომობილის შეკეთების გამოცდილება ქართველი მძღოლებისთვის სრულიად შეცვალა. ეს არის „ქარუ“ - ქართული პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევს მანქანის შეკეთების უსიამოვნო პროცესი გადააბარო ავტოასისტენტს და მანქანა შეკეთებული დაიბრუნო.

სარბენ ბილიკზე გაჩენილი ბიზნესიდეა ნიკა აბაშიძისთვის წარმატებული აღმოჩნდა და „ქარუს“ ანგარიშზე დღეს უკვე 50.000-ზე მეტი შეკეთებული მანქანაა.

და მაინც, რა არის მთავარი გამოწვევა ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც ბიზნესის წამოწყება სურს? ნიკას შემთხვევაში ეს ფინანსური კაპიტალი იყო. ამის გადასაწყვეტად ჯერ GITA-ს, შემდეგ კი, როცა კრედიტის აღებისას საფინანსო კომპანიასთან პრობლემა შეექმნა, ჩვენი სააგენტოს სესხის უზრუნველყოფის პროგრამით ისარგებლა.

,,ვფიქრობ, ერთადერთი შეცდომა, რომელიც დავუშვი იყო ის, რომ არ ვიმოქმედე უფრო სწრაფად. რისკებზე ფიქრი ხელს გვიშლის იდეის განხორციელებაში — არ გადადო საქმე, ადექი და გააკეთე, რაც შეიძლება მალე. ამაზე კარგს ვერაფერს გირჩევთ" - ამბობს ნიკა აბაშიძე, „ქარუ“-ს დამფუძნებელი.

კომპანიაში დასაქმებულთა გარემო საკმაოდ ინკლუზიურია - მუშაობს ყველა, განურჩევლად სქესისა და მდგომარეობისა. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლის კმაყოფილებაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამშრომლებზე ზრუნვა, რადგან,

მათივე თქმით,  თუ თანამშრომელი ბედნიერი არაამომხმარებელს წესიერად ვერ მოემსახურება.

„ქარუ“ გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც 2019 წელს სამსახურში ოფიციალურად დაასაქმა ძაღლი. ბიგლუ თანამშრომლების განწყობაზე ზრუნვის დეპერტამენტის უფროსია და ის ანაზღაურების სახით დღეში ორჯერ კვებასა და 1-საათიანი სეირნობას იღებს.

ცოტა ხნის წინ ,,ქარუ“-ს სერვისით სარგებლობა აშშ-შიც შესაძლებელი გახდა.

„ამერიკის ბაზარი ძალიან დიდია, ამიტომაც ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ და განვვითარდეთ. აქ მუშაობის იმავე მოდელს ვიყენებთ და ჩვენი სერვისით ბევრი სარგებლობს, განსაკუთრებით ხანდაზმულები, რომელთათვისაც მარტივი და კომფორტული სერვისი პრიორიტეტულია.“- ამბობს ნიკა აბაშიძე, „ქარუ“-ს დამფუძნებელი.

წელს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიებიდან - TechCrunch Disrupt ვირუსულად გავრცელდა ფოტო, სადაც ნიკას მაისური აცვია წარწერით: ,, ARR $1.6M Gross Profit $570K (წლიური საშუალო შემოსავალი $1.6 მლნ - მოგება $570 ათასი).

როგორც აღმოჩნდა, ღონისძიების ორგანიზატორებმა „ქარუს“ უარი უთხრეს სტენდის განთავსებაზე, ნიკამ კი  სათქმელი მარტივად, მაისურზე გადმოიტანა.

„ქარუ“-ს შემთხვევა იდეალური მაგალითია იმისა, რომ  მარტივი იდეითა და ღირსეულიული პრიორიტეტებით შესაძლებელია გამორჩეული ბრენდის შექმნა, წარმატების მიღწევა და ისეთ მასშტაბურ ბაზარზე გასვლა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

სტარტაპები
image ქართული პროდუქცია Anuga 2023-ზე: 23 კომპანია წარადგენს სასმელებსა და საკვებ პროდუქტებს გლობალურ გამოფენაზე

04.11.2023.00:00

საწარმოს საქართველოს საექსპორტო მიმართულების ორგანიზებით, 23 ქართული კომპანია მონაწილეობს საკვები და სასმელების მთავარ საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე - Anuga 2023, რომელიც 2023 წლის 7-11 ოქტომბერს ტარდება.

ამ მნიშვნელოვან სავაჭრო გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია ორი პავილიონით. საკვების პავილიონში წარმოდგენილია ქართული კომპანიების პროდუქცია, მათ შორის თხილი, ნუში, კაკალი, ლურჯი მოცვი, მურაბები, თაფლი, ჩირი, ჩურჩხელა და მზა პროდუქტები. სასმელების პავილიონში კი წარმოდგენილია ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის წვენები, მინერალური წყალი, ლიმონათი და ჩაი.

ღონისძიება ტრადიციულად ტარდება გერმანიის ქალაქ კიოლნში. Anuga ყოველწლიურად დაახლოებით 165,000 დამთვალიერებელს იზიდავს და მასში მონაწილეობს დაახლოებით 7,500 გამომფენი. გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო ბაზრობაა საკვებისა და სასმელების სექტორში, რომლის მთავარი მიზანია ბიზნეს ურთიერთობების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებთან და მომხმარებლებთან, ქვეყნების საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება და ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლა.

საწარმოს საქართველოს ორგანიზებით, ქართული კომპანიები ამ გამოფენაში უკვე მეხუთედ იღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა