GITA - ს ორგანიზებით, ქუთაისში პროექტი „CityThon“ გაიმართა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქ. ქუთაისის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, ევროკავშირის “ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის” პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი CityThon, რომლის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 24 გუნდი შეირჩა. 2 დღის განმავლობაში მონაწილეები მუშაობდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ სივრცეში ქ. ქუთაისში არსებული მუნიციპალური სერვისების ტექნოლოგიური და ინოვაციური გზით განვითარებაზე, საბოლოოდ ოცი გუნდი საკუთარი ინოვაციური იდეის პრეზენტაციით ჟიურის წინაშე წასრდგა.
პროექტის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები Portall და Time Trips, რომლებიც ქუთაისის მერიის მუნიციპალური სერვისების გასავითარებლად (ტურისტული და სატრანსპორტომიმართულება) დაამზადებენ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროდუქტებს. გამარჯვებულ გუნდებს პროდუქტის შესაქმნელად გადაეცა ჯილდო 5000 ევროს ოდენობით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარე ავთანდილ კასრაძე და ქუთაისის მერიიოსებ ხახალეიშვილი.
სამუშაო პროცესის ორგანიზება უზრუნველყო კომპანია ქლევერტონმა. პროექტის პარტნიორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და კომპანია Hotsale.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა
17.02.2026.14:12
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის მნიშვნელობის, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების, პლასტიკის გარემოზე ზემოქმედების, ეკოკლუბების როლისა და გარემოსდაცვით მიმართულებაში არსებული მოთხოვნადი პროფესიების შესახებ.
შეხვედრები ჩატარდა: ქარელის #1 საჯარო სკოლაში, ქარელის #2 საჯარო სკოლაში, სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში, სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლაში, დაბა აგარის საჯარო სკოლაში, სოფელ ურბნისის საჯარო სკოლაში, სოფელ რუისის #3 საჯარო სკოლაში, სოფელ რუისის #1 საჯარო სკოლაში, სოფელ რუისის #2 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N1 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N2 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N3 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N4 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N5 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N6 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N7 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N8 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N10 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლაში, სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში, სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლაში, სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლაში, კარალეთის N1 საჯარო სკოლაში, კარალეთის N2 საჯარო სკოლაში, მეღვრეკისის საჯარო სკოლაში, პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში, ტირძნისის საჯარო სკოლაში, ქიწნისის საჯარო სკოლაში, ძევერის საჯარო სკოლაში, სოფელ შინდისის საჯარო სკოლაში, სოფელ ვარიანის საჯარო სკოლაში, სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლაში, სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში, სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლაში, სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში, სოფელ არაშენდის საჯარო სკოლაში და სოფელ ოთარშენის საჯარო სკოლაში.
საინფორმაციო შეხვედრებს, საერთო ჯამში, 502 მოსწავლე დაესწრო.