Gepherrini - ქართული კომპანიის წარმატება ჩინეთის ბაზარზე
ტყავის აქსესუარების კომპანია „გეფერინი", საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ჩინეთის ბაზარზე იწყებს.
საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება ონლაინ პლატფორმაზე Tmall, რომელიც ჩინეთში გაყიდვების თვალსაზრისით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და მხარდაჭერით, კომპანიამ China International Import Expo-ს გამოფენაში მონაწილეობა ორჯერ − 2018 და 2019 წლებში მიიღო.
სწორედ 2019 წელს გამართულ გამოფენაზე, "გეფერინიმ" შეძლო ჩინური მხარის დაინტერესება და ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმასთან საპარტნიორო ხელშეკრულებაც გააფორმა.
2020 წელს, ქართული ტყავის პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე რეალიზებისთვის ყველაფერი მზად იყო, თუმცა პანდემიამ გეგმები შეცვალა, რის გამოც "გეფერინის" ნაწარმი გაყიდვაში პირველად 2022 წლის 15 ივლისს ჩაეშვა.
აღსანიშნავია, რომ მარკეტინგისა და საიმიჯო ვიდეორგოლების დასამზადებლად უკვე $60 000 ინვესტიცია განხორციელდა. გარდა ამისა, გაფორმდა ხუთწლიანი ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება ჩინურ პლატფორმასთან Tmall.com, რომელიც ბრენდის პოპულარიზაციას მთელი აზიის მასშტაბით შეუწყობს ხელს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
04.11.2023.00:00
საწარმოს საქართველოს საექსპორტო მიმართულების ორგანიზებით, 23 ქართული კომპანია მონაწილეობს საკვები და სასმელების მთავარ საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე - Anuga 2023, რომელიც 2023 წლის 7-11 ოქტომბერს ტარდება.
ამ მნიშვნელოვან სავაჭრო გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია ორი პავილიონით. საკვების პავილიონში წარმოდგენილია ქართული კომპანიების პროდუქცია, მათ შორის თხილი, ნუში, კაკალი, ლურჯი მოცვი, მურაბები, თაფლი, ჩირი, ჩურჩხელა და მზა პროდუქტები. სასმელების პავილიონში კი წარმოდგენილია ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის წვენები, მინერალური წყალი, ლიმონათი და ჩაი.
ღონისძიება ტრადიციულად ტარდება გერმანიის ქალაქ კიოლნში. Anuga ყოველწლიურად დაახლოებით 165,000 დამთვალიერებელს იზიდავს და მასში მონაწილეობს დაახლოებით 7,500 გამომფენი. გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო ბაზრობაა საკვებისა და სასმელების სექტორში, რომლის მთავარი მიზანია ბიზნეს ურთიერთობების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებთან და მომხმარებლებთან, ქვეყნების საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება და ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლა.
საწარმოს საქართველოს ორგანიზებით, ქართული კომპანიები ამ გამოფენაში უკვე მეხუთედ იღებენ მონაწილეობას.