ქართული პროდუქცია Anuga 2023-ზე: 23 კომპანია წარადგენს სასმელებსა და საკვებ პროდუქტებს გლობალურ გამოფენაზე
საწარმოს საქართველოს საექსპორტო მიმართულების ორგანიზებით, 23 ქართული კომპანია მონაწილეობს საკვები და სასმელების მთავარ საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე - Anuga 2023, რომელიც 2023 წლის 7-11 ოქტომბერს ტარდება.
ამ მნიშვნელოვან სავაჭრო გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია ორი პავილიონით. საკვების პავილიონში წარმოდგენილია ქართული კომპანიების პროდუქცია, მათ შორის თხილი, ნუში, კაკალი, ლურჯი მოცვი, მურაბები, თაფლი, ჩირი, ჩურჩხელა და მზა პროდუქტები. სასმელების პავილიონში კი წარმოდგენილია ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის წვენები, მინერალური წყალი, ლიმონათი და ჩაი.
ღონისძიება ტრადიციულად ტარდება გერმანიის ქალაქ კიოლნში. Anuga ყოველწლიურად დაახლოებით 165,000 დამთვალიერებელს იზიდავს და მასში მონაწილეობს დაახლოებით 7,500 გამომფენი. გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო ბაზრობაა საკვებისა და სასმელების სექტორში, რომლის მთავარი მიზანია ბიზნეს ურთიერთობების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებთან და მომხმარებლებთან, ქვეყნების საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება და ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლა.
საწარმოს საქართველოს ორგანიზებით, ქართული კომპანიები ამ გამოფენაში უკვე მეხუთედ იღებენ მონაწილეობას.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა
17.02.2026.14:12
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის მნიშვნელობის, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების, პლასტიკის გარემოზე ზემოქმედების, ეკოკლუბების როლისა და გარემოსდაცვით მიმართულებაში არსებული მოთხოვნადი პროფესიების შესახებ.
შეხვედრები ჩატარდა: ქარელის #1 საჯარო სკოლაში, ქარელის #2 საჯარო სკოლაში, სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში, სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლაში, დაბა აგარის საჯარო სკოლაში, სოფელ ურბნისის საჯარო სკოლაში, სოფელ რუისის #3 საჯარო სკოლაში, სოფელ რუისის #1 საჯარო სკოლაში, სოფელ რუისის #2 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N1 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N2 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N3 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N4 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N5 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N6 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N7 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N8 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N10 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლაში, ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლაში, სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში, სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლაში, სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლაში, კარალეთის N1 საჯარო სკოლაში, კარალეთის N2 საჯარო სკოლაში, მეღვრეკისის საჯარო სკოლაში, პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში, ტირძნისის საჯარო სკოლაში, ქიწნისის საჯარო სკოლაში, ძევერის საჯარო სკოლაში, სოფელ შინდისის საჯარო სკოლაში, სოფელ ვარიანის საჯარო სკოლაში, სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლაში, სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში, სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლაში, სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში, სოფელ არაშენდის საჯარო სკოლაში და სოფელ ოთარშენის საჯარო სკოლაში.
საინფორმაციო შეხვედრებს, საერთო ჯამში, 502 მოსწავლე დაესწრო.