მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

,,დადარი" - 2018 წლიდან ქმნის ბავშვებისთვის უსაფრთხო, მაღალი ხარისხის ხელნაკეთ სათამაშოებს

news image

2018 წელს შეიქმნა სოციალური საწარმო ,,დადარი“, რომლის მისია ბავშვებისთვის სამყაროს შეცნობის პროცესის გასამარტივებლად უსაფრთხო და შემეცნებითი სათამაშოების შექმნა იყო. იდეა წარმატებული აღმოჩნდა და ,,დადარის“ გუნდის მიერ დამზადებული სათამაშოებით უამრავი ბავშვი თამაშობს მსოფლიოს მასშტაბით.


,,დადარის“ მისია აქ არ მთავრდება — საწარმო ჯერ საქმიანობას შეასწავლის, შემდგომ კი ასაქმებს როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ისე საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს; ხელს უწყობს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართვასა და შრომითი ბაზრის კონკურენტუნარიან კადრებად ჩამოყალიბებას.


,,დადარის“ სათამაშოებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, რის გამოც წარმოების გაფართოებასა და წარმადობის გაზრდაზე მუშაობენ. საწარმოს დიდი გეგმები აქვს ექსპორტის მიმართულებითაც. ,,დადარი“ სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ბენეფიციარია. სააგენტოს ინიციატივით, ცოტა ხნის წინ მათი პროდუქცია გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში, სათამაშოების უმსხვილეს გამოფენაზე გამოჩნდა. 5 დღიანმა გამოფენამ კომპანიას დიდი წარმატება მოუტანა და ამ ეტაპზე ,,დადარის“ სათამაშოებით 40-მდე უცხოური კომპანიაა დაინტერესებული.


„გამოფენაზე ,,დადარის“ ნამუშევრებმა ძალიან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, ჩვენი სათამაშოების მაღალ ხარისხსა და განსაკუთრებულ დიზაინს აღიარებდნენ სათამაშოების დარგის წამყვანი კომპანიები“ - არჩილ გობეჯიშვილი, „დადარის“ დამფუძნებელი.


კომპანიის 2023 წლის გეგმებში თანამშრომელთა გადამზადება და საწარმოს ტექნიკური აღჭურვა პირველ ადგილზეა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და წელს საწარმოს შესაძლებლობების 80%-იან ზრდას ვარაუდობენ.
სოციალური საწარმო „დადარის“ დამფუძნებელი დამწყებ მეწარმეებს ურჩევს, სწორად შეარჩიონ ის საქმე, რისი კეთებაც მოსწონთ. ენდონ საკუთარ თავს და გულწრფელად, პატიოსნად შეუდგნენ საქმის კეთებას.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სტარტაპები
image სიახლე „პლანტველისგან“ - ბიოსერტიფიცირებული, გამომშრალი მარწყვის ფანტელი

30.03.2026.16:00

მარწყვის წარმოებაში ბიო სერტიფიკატის მფლობელმა კომპანიამ „პლანტველმა“ მომხმარებელს სასარგებლო წასახემსებელი - მარწყვის ფანტელი შესთავაზა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, მანანა ანჯაფარიძემ განუცხადა.

„ჩვენს მეურნეობასთან არის გერმანული საშრობი, თანამედროვე მაღალი ხარისხის დანადგარებითა და კარგი ინფრასტრუქტურით. გადავწყვიტეთ, მარწყვი გამოგვეშრო, სატესტოდ პირველად შარშან ვცადეთ. ტესტირების პროცესი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა: გავიარეთ ყველა კომპონენტი, გამოვავლინეთ ყველა რისკ-ფაქტორი და დავადგინეთ, სად რა იყო საჭირო. ამის შემდეგ შევქმენით სრულფასოვანი პროდუქტი, მოვახდინეთ მისი ბრენდირება და გამოვუშვით ბაზარზე. ეს არის ჩვენი ბიო სერტიფიცირებული, გერმანულ საშრობში გამომშრალი მარწყვი, ყოველგვარი დანამტის გარეშე, ფანტელის ფორმით. იგი არის სასიამოვნო და სასარგებლო წასახემსებელი, ასევე იდეალურად გამოიყენება ფაფებში, იოგურტებში და კონდიტერიაში.

სამომავლოდ, გეგმაში გვაქვს ფანტელის მასშტაბური წარმოება “, - აცხადებს მანანა ანჯაფარიძე.

კომპანიამ ოფიციალურად დაარეგისტრირა სანერგე, რაც წლის ბოლოდან ნერგის რეალიზაციის შესაძლებლობას იძლევა.

„ჩვენ ოფიციალურად დავარეგისტრირეთ სანერგე. წლების განმავლობაში თავად ვზრდიდით ბიო ნერგს მარწყვის მისაღებად, იტალიელი კონსულტანტის დახმარებით. ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით პრობლემაა ბიო ნერგის მიღება, ამიტომ ჩვენი ნერგი ჩვენს გამოცდილებაზე დაფუძნებით მზადდებოდა. წლების განმავლობაში დაგროვილმა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ჩვენი ნერგი ძალიან მაღალი ხარისხისაა და ფერმერებისთვის საჭირო ყველა კომპონენტს აკმაყოფილებს, რაც მეურნეობის გაშენებისთვის მნიშვნელოვანია.

სანერგეს რეგისტრაცია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ ნერგის რეალიზაციაც მოვახდინოთ. წლევანდელ ნერგს, რომელსაც გამოვიყვანთ, უკვე იქნება სერტიფიცირებული სანერგედან. ჰექტარზე საჭიროა 50 000 ნერგი, ჩვენ კი 2 ჰექტარი გვაქვს. ნერგის გამოცვლა ხდება წელიწადში ერთხელ ან ორ წელიწადში ერთხელ, და ამ პროცესს აქამდე მხოლოდ ჩვენთვის ვახდენდით. წლის ბოლოდან კი ჩვენი ხარისხიანი და სერტიფიცირებული ნერგი სხვა მეურნეობებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება “, აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, “პლანტველის“ მეურნეობა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა