მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

news image

კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას წარვადგენთ  წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, მათ აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო უმაღლეს საკლუბო ტურნირებში და ეს წარმატება უნდა დავაფასოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებისთვის - კახა კალაძისა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენის თაობაზე

ჩვენ გვყავს ასევე ორი სპორტსმენი, რომელთაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო. ესენი არიან - კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მიღებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი - NBA, ორჯერ, როგორც კალათბურთელს და ერთხელ - როგორც მენეჯერს. გადავამოწმეთ და მათ არ აქვთ მიღებული ანალოგიური ჯილდოები, ვფიქრობ, რომ დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ბატონი კახა კალაძე და ბატონი ზაზა ფაჩულიაც წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთად მიღებული ამ გადაწყვეტილებისთვის,"- განაცხადა პრემიერმა,"- განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image ძალიან კარგი გუნდია ჩამოყალიბებული ფეხბურთის ფედერაციაში, პირველ რიგში ლევან კობიაშვილის სახით - პრემიერი

29.12.2025.01:21

საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ქართული ფეხბურთის შესახებ მომზადებულ ფილმში საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თაობაზე ისაუბრა. 

,,ძალიან კარგი გუნდია ჩამოყალიბებული ფეხბურთის ფედერაციაში, პირველ რიგში ლევან კობიაშვილის სახით და მთლიანად გუნდი არის ძალიან მოტივირებული, პატრიოტები არიან, გულანთებული ადამიანები არიან - რომ არა ასეთი დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ და ქვეყნის მიმართ ასეთ შედეგებს ქართული ფეხბურთი ვერ მიაღწევდა", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა