მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

ვისაც უკრაინა-საქართველოს მატჩის დიდ ეკრანებზე ყურების სურვილი გაქვთ, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გელოდებით - კახა კალაძე

news image

11 ოქტომბერს უეფა-ს ერთა ლიგის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება.

 

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პირდაპირი ტრანსლაციის დაწყებამდე, გულშემატკივრის განწყობის ასამაღლებლად, ჰიპ-ჰოპის შემსრულებლების კონცერტი გაიმართება.

 

„11 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრას უკრაინასთან ჩაატარებს. თამაში პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა მივცეთ, თამაშს პირველი რესპუბლიკის მოედანზე უყუროს. ჩვენ დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ და შევძლებთ, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ასე რომ, ვისაც დიდ ეკრანებზე ყურების სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ. ადგილზე კვების ობიექტები განთავსდება და იქნება ძალიან სასიამოვნო გარემო. თამაშის დაწყებამდე, განწყობის ასამაღლებლად, ჰიპ-ჰოპის შემსრულებლების კონცერტი გაიმართება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, დაგეგმილი მატჩის გამო, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს.

 

„მატჩის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. კონკრეტული მარშრუტების შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საკრებულოში თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომდგენლებთან შეხვედრა გაიმართა

10.12.2025.17:40

თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომდგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროებს შორის ახალგაზრდობის სფეროში გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.

როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა, აღნიშნა, შეხვედრის მიზანს ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები და ახალგაზრდებზე გათვლილი პრიორიტეტები. დღევანდელ შეხვედრაზე ორივე მხარემ აქტუალური საკითხებზე ვისაუბრეთ, რაც სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაში დაგვეხმარება. ეს კი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ერთობლივი ინიციატივების და პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.

შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ამავე კომისიის წევრები: ალექსანდრე მუკათარიძე, შალვა პერანიძე, ვაჟა კოკაია, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თავმჯდომარე ვახტანგ ბააკაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა