ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ გაავრცელა.
„კიდევ ერთი საპასუხისმგებლო პოსტი და ფიბა-ს მხრიდან გამოხატული ნდობა - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ფედერაციაში ოფიციალური წერილი დღეს მოვიდა, რითაც სანიკიძეს საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნა მიულოცეს და ჩემპიონთა ლიგის ჩატარებაში ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე წარმატებები უსურვეს.
ჩემპიონთა ლიგა ფიბა-ს მთავარი საკლუბო ტურნირია, რომლის ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის პოპულარობა და მონაწილე გუნდების დონე ყოველწლიურად იზრდება. ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები იყვნენ - გერმანული ტელეკომ ბონი, ესპანური გუნდები - ტენერიფე და უნიკახა.
წლებია, ვიქტორ სანიკიძე ფიბა-ს საშეჯიბრო კომიტეტის წევრია, რომლის ძირითადი ფუნქციაც ასაკობრივი სანაკრებო ჩემპიონატების შესბამისი მიმართულებით ორგანიზებაა. ფიბა-ს ერთ-ერთი საიმიჯო და მთავარი საკლუბო ტურნირის წამყვანი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნა, ვიქტორ სანიკიძის მორიგი დაფასება და მისთვის ნდობის გამოხატულებაა“, - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას იწყებს
13.03.2026.11:18
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სტრატეგიული განვითარების ახალ გეგმაზე დაიწყო მუშაობა. ამ მიზნით თბილისში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც UEFA GROW-ის ჩართულობით ტარდება.
ვორქშოფის პირველი დღე სფფ-ის მენეჯმენტისა და დეპარტამენტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეთმო. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ძირითადი გამოწვევები და ის მიმართულებები, რომლებიც მომდევნო წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაში უნდა აისახოს.
ორდღიანი ვორქშოფს სასტუმრო Paragraph Golf & Spa Resort Tabori მასპინძლობს. 12 მარტს, სამუშაო სესიის მეორე დღეს, სფფ-ის და უეფას წარმომადგენლები ქართული კლუბების ხელმძღვანელბეს შეხვდებიან.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო სტრატეგიული განვითარების გეგმა 2022 წელს წარადგინა. უეფასთან თანამშრომლობით შექმნილი დოკუმენტი 5-წლიან ციკლს მოიცავდა. სტრატეგიული გეგმარების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა და მოიცვა ადგილობრივ საფეხბურთო ინდუსტრიაში შემავალი ყველა ძირითადი მიმართულება.