ვახტანგ ჟვანია, იუსტიციის სახლი - წლის პრიორიტეტები
ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის 127-ე ფილიალი გაიხსნა | საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze | საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
პაატა სალია | იუსტიციის მინისტრი;
სულხან თამაზაშვილი • Sulkhan Tamazashvili | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე | აჭარის მთავრობა / Government of Ajara;
#ბიზნესინსაიდერისსტუმარი ვახტანგ ჟვანია | Public Service Hall / იუსტიციის სახლის თავმჯდომარე;
როგორია გეგმები / წლის პრიორიტეტები;
ინოვაციური ტექნოლოგიების და თანამედროვე გადაწყვეტების დანერგვა | რა კეთდება;
შემოსავლების სამსახურის სერვისების დანერგვა Public Service Hall / იუსტიციის სახლი-ში | რას გულისხმობს აღნიშნული და რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის / მოქალაქეებისთვის;
ბიზნესასიტენტი | როგორია მისი როლი ბიზნესის მხარადაჭერაში;
როგორია ბიზნესის დაინტერესება;
ინფრასტრუქტურის განახლების კუთხით არსებული ვითარება.
სხვა სიახლეები
ამბროლაურის, საჩხერის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების რაგბის ტექნიკური ცენტრები აშენდება
06.04.2026.12:58
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამბროლაურში, საჩხერეში, ლენტეხში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მსოფლიო რაგბის სტანდარტების სტადიონების მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა. მომსახურების შესრულების საერთო ვადად 12 თვეა განსაზღვრული.
პროექტის მიხედვით, სტადიონებზე მოეწყობა მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და თანამედროვე განათების სისტემები, რაც მოედნის გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.
დაგეგმილია, ასევე, გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა.
რაგბის ტექნიკური ცენტრები აღჭურვილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით და ადაპტირებული იქნება ყველა მაყურებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, რაგბის 8 ხელოვნურსაფარიანი მოედნის აშენებას გეგმავს: თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, თბილისის 180-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, წყალტუბოში, გურჯაანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში.
ქუთაისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში, კი, დაგეგმილია რაგბის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მშენებლობა.
ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის „აიას“ და თბილისის ავჭალის სტადიონებს.
ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებას.