მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7112.3
0.0005
flag
AZN 1.5852
0.0001
flag
CNY 38.7
-0.0026
flag
EUR 3.155
-0.0054
flag
GBP 3.6135
-0.0204
flag
KZT 53.21
0.0012
flag
TRY 0.0622
-0.0001
flag
USD 2.695
0

UEFA Grassroots Awards | უეფას ბრინჯაოს პრიზი თბილისის კვარტალს გადაეცა

news image

უეფას მასობრივი ფეხბურთის ყოველწლიური ჯილდო, ნომინაციაში “საუკეთესო სამოყვარულო კლუბი” - ფეხბურთის კლუბ კვარტალს გადაეცა, რომელიც ბავშვთა ასაკობრივ გუნდებს, ამავე სახელწოდების საქართველოს ქალთა ლიგის და ვაჟთა მოყვარულთა ლიგის გუნდებს მოიცავს.

ბრინჯაოს პრიზი, თბილისურმა კლუბმა, სწორედ საფეხბურთო მოდელის ინკლუზიურობისთვის მიიღო, რომელიც ასაკობრივ გოგონათა და ვაჟთა გუნდების, ასევე ქალთა კლუბის და ვაჟთა მოყვარულთა ლიგის გუნდის 260 მოთამაშეს აერთიანებს.

ჯილდო, კლუბის საპატიო პრეზიდენტს - იაკო ხომერიკს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა დღეს გადასცა.

უეფას მასობრივი ფეხბურთის ჯილდოს შესახებ

აღნიშნული ჯილდო, 2010 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემათ ეროვნული ასოციაციებისა თუ ფედერაციებს მიერ სხვადასხვა კატეგორიაში წარდგენილ კლუბებს, პროექტებს და ინიციატივებს. 

უეფას 55 წევრი სახელმწიფოს მიერ, საკუთარი ქვეყნიდან წარდგენილ ნომინანტებს, ფეხბურთის მმართველი ორგანო, თითო ნომინაციაში ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს პრიზებს გადასცემს.

“საუკეთესო სამოყვარულო კლუბის ჯილდო”, მიზნად ისახავს გამოარჩიოს ევროპის მასშტაბით ინკლუზიური მოწყობის კლუბები, რომელთა საქმიანობა ფეხბურთის რამდენიმე შრეს ფარავს და ადგილობრივ კომუნაზე დადებით გავლენას ახდენს. კვარტალის ბრინჯაოს პრიზთან ერთად, ვერცხლის პრიზი ფინურ - ჰაკას, ხოლო ოქროს პრიზი ნორვეგიულ - სმორასს გადაეცათ.

აღნიშნული ჯილდო, 2018 წელს ფეხბურთის ფედერაციამ “მოყვარულთა ლიგის” პროექტისთვის მიიღო (ვერცხლის ჯილდო), 2020 წელს კი სფფ-ის გრასრუტ კოორდინატორი - ჯესი სურმავა, უეფამ “გრასრუტ ლიდერის” ნომინაციაში, მარტვილის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტისთვის დააჯილდოვა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში გამართა

19.01.2026.10:12

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. 

18 იანვარს, ჩვენი გუნდი ლატვიაში გაემგზავრა და ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი შეხვედრის მასპინძელ ქალაქ რიგაში პირველი ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი რიგის ოლიმპიურ სპორტულ ცენტრში გაიმართა. მომდევნო ვარჯიშს საქართველოს ნაკრები ტურნირის მასპინძელ რიგა არენაზე ივარჯიშებს. 

19 იანვარს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი 14-კაციან შემადგენლობას დაასახელებს, რომელიც ევრო 2026-ზე საქართველოს ღირსებას დაიცავს. 

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა