მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

UEFA Grassroots Awards | უეფას ბრინჯაოს პრიზი თბილისის კვარტალს გადაეცა

news image
mbc image

უეფას მასობრივი ფეხბურთის ყოველწლიური ჯილდო, ნომინაციაში “საუკეთესო სამოყვარულო კლუბი” - ფეხბურთის კლუბ კვარტალს გადაეცა, რომელიც ბავშვთა ასაკობრივ გუნდებს, ამავე სახელწოდების საქართველოს ქალთა ლიგის და ვაჟთა მოყვარულთა ლიგის გუნდებს მოიცავს.

ბრინჯაოს პრიზი, თბილისურმა კლუბმა, სწორედ საფეხბურთო მოდელის ინკლუზიურობისთვის მიიღო, რომელიც ასაკობრივ გოგონათა და ვაჟთა გუნდების, ასევე ქალთა კლუბის და ვაჟთა მოყვარულთა ლიგის გუნდის 260 მოთამაშეს აერთიანებს.

ჯილდო, კლუბის საპატიო პრეზიდენტს - იაკო ხომერიკს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა დღეს გადასცა.

უეფას მასობრივი ფეხბურთის ჯილდოს შესახებ

აღნიშნული ჯილდო, 2010 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემათ ეროვნული ასოციაციებისა თუ ფედერაციებს მიერ სხვადასხვა კატეგორიაში წარდგენილ კლუბებს, პროექტებს და ინიციატივებს. 

უეფას 55 წევრი სახელმწიფოს მიერ, საკუთარი ქვეყნიდან წარდგენილ ნომინანტებს, ფეხბურთის მმართველი ორგანო, თითო ნომინაციაში ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს პრიზებს გადასცემს.

“საუკეთესო სამოყვარულო კლუბის ჯილდო”, მიზნად ისახავს გამოარჩიოს ევროპის მასშტაბით ინკლუზიური მოწყობის კლუბები, რომელთა საქმიანობა ფეხბურთის რამდენიმე შრეს ფარავს და ადგილობრივ კომუნაზე დადებით გავლენას ახდენს. კვარტალის ბრინჯაოს პრიზთან ერთად, ვერცხლის პრიზი ფინურ - ჰაკას, ხოლო ოქროს პრიზი ნორვეგიულ - სმორასს გადაეცათ.

აღნიშნული ჯილდო, 2018 წელს ფეხბურთის ფედერაციამ “მოყვარულთა ლიგის” პროექტისთვის მიიღო (ვერცხლის ჯილდო), 2020 წელს კი სფფ-ის გრასრუტ კოორდინატორი - ჯესი სურმავა, უეფამ “გრასრუტ ლიდერის” ნომინაციაში, მარტვილის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტისთვის დააჯილდოვა.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის მეექვსე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს

23.10.2026.08:01

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის მეექვსე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ ტრიბუნაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, BILETEBI.GE-ზე დაიწყება და 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

უკრაინა-საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთის ღირებულებაა 30 ევროს ეკვივალენტი ლარში. თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.

ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელის შესახებ შემდეგი მონაცემების მითითებაა სავალდებულო:

  • სახელი და გვარი ლათინური ასოებით;
  • დაბადების თარიღი და ადგილი;
  • პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი.

მნიშვნელოვანია, რომ შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად ემთხვეოდეს ბილეთის მფლობელის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ მონაცემებს.

შეძენილი ბილეთები მომხმარებლებს BILETEBI.GE-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მატჩამდე ორი დღით ადრე გაეგზავნებათ.

სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ფიზიკური ან ონლაინ ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა