მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

წარმატებული თბილისელი სპორტსმენები 23 იანვარს დაჯილდოვდებიან

news image

წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება 23 იანვარს გაიმართება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ღონისძიება, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც პროფესიული სპორტის წახალისებასა და ღვაწლმოსილი სპორტსმენების დაფასებას ემსახურება.

„ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა და განვითარება. საქართველოს მთავრობა ბოლო წლებში წარმატებული სპორტსმენებისთვის წახალისების არაერთ პროგრამას ახორციელებს. აღნიშნულ მიმართულებას - ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუნიციპალიტეტშიც. მეც, ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით ვცდილობ, რომ მაგალითი მივცე მომავალ თაობებს, კიდევ ერთხელ ვუთხრა, რამდენად მნიშვნელოვანია, იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, სპორტულად. ეს, პირველ რიგში, წაადგება ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერია ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულების ხელშეწყობისა და წახალისებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს. 

„მერია აქტიურად არის ჩართული სპორტის წახალისების საქმეში, როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო სპორტის განვითარების მიმართულებით. სხვადასხვა პროექტი, პროგრამა თუ ინიციატივა გვაქვს წარმოდგენილი. ამისთვის გამოყოფილი გვაქვს თანხები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რაც პროფესიული სპორტის წახალისებასადა ღვაწლმოსილი სპორტსმენების დაფასებას ემსახურება, წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებაა, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება. ჩვენ ხვალაც გვექნება შესაძლებლობა, დავაჯილდოვოთ წარმატებული თბილისელი სპორტსმენები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2018 წლიდან დღემდე სულ დაჯილდოვდა 931 სპორტსმენი.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 23 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებას, თბილისის მერის ინფორმაციით, დაჯილდოვდება 236 თბილისელი სპორტსმენი, რომლებმაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე განსაკუთრებული წარმატება მოიპოვეს. მისივე თქმით, ასევე, დაჯილდოვდება ქალთა ხუთი და ამპუტანტ ფეხბურთელთა ერთი გუნდი.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 1 297 000 ლარს შეადგენას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას იწყებს

13.03.2026.11:18

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სტრატეგიული განვითარების ახალ გეგმაზე დაიწყო მუშაობა. ამ მიზნით თბილისში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც UEFA GROW-ის ჩართულობით ტარდება.

ვორქშოფის პირველი დღე სფფ-ის მენეჯმენტისა და დეპარტამენტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეთმო. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ძირითადი გამოწვევები და ის მიმართულებები, რომლებიც მომდევნო წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაში უნდა აისახოს.

ორდღიანი ვორქშოფს სასტუმრო Paragraph Golf & Spa Resort Tabori მასპინძლობს. 12 მარტს, სამუშაო სესიის მეორე დღეს, სფფ-ის და უეფას წარმომადგენლები ქართული კლუბების ხელმძღვანელბეს შეხვდებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო სტრატეგიული განვითარების გეგმა 2022 წელს წარადგინაუეფასთან თანამშრომლობით შექმნილი დოკუმენტი 5-წლიან ციკლს მოიცავდა. სტრატეგიული გეგმარების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა და მოიცვა ადგილობრივ საფეხბურთო ინდუსტრიაში შემავალი ყველა ძირითადი მიმართულება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა