თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონი გახდა
თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალური სერიის მესამე მატჩში ბოლონიელებმა „ბრეშა“ 96:74 დაამარცხეს და სერია ანგარიშით 3:0 მოიგეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 31 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. შენგელიას ანგარიშზეა 4 ზუსტი სამქულიანი. ის ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
სხვა სიახლეები
ძალიან კარგი გუნდია ჩამოყალიბებული ფეხბურთის ფედერაციაში, პირველ რიგში ლევან კობიაშვილის სახით - პრემიერი
29.12.2025.01:21
საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ქართული ფეხბურთის შესახებ მომზადებულ ფილმში საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თაობაზე ისაუბრა.
,,ძალიან კარგი გუნდია ჩამოყალიბებული ფეხბურთის ფედერაციაში, პირველ რიგში ლევან კობიაშვილის სახით და მთლიანად გუნდი არის ძალიან მოტივირებული, პატრიოტები არიან, გულანთებული ადამიანები არიან - რომ არა ასეთი დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ და ქვეყნის მიმართ ასეთ შედეგებს ქართული ფეხბურთი ვერ მიაღწევდა", - განაცხადა პრემიერმა.