თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი წარდგენილი იქნებიან ბრწყინვალების ორდენზე - პრემიერი
მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლესსახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კაპიტანი თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, რომლებსაცაქვთ განსაკუთრებული მიღწევები, იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე.
„გაგვახარეს ჩვენმა კალათბურთელებმა, რომლებმაც ზედიზედ უკვე მეექვსედ მოიპოვესევრობასკეტის, ევროპის ჩემპიონატის საგზური. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ წარმატებისსათანადოდ დაფასება და ამასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსპრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენიკალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზეწარდგენის თაობაზე. ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილი ჩვენი ეროვნულისაკალათბურთო გუნდის წევრები, ფედერაციის ხელმძღვანელები და პირველ რიგში, რა თქმაუნდა, კალათბურთელები. გამოვარჩიეთ 2 კალათბურთელი, კაპიტანი, ბატონი თორნიკეშენგელია და ასევე გიორგი შერმადინი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიღწევები და ისინიიქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე. ყველა მათგანს მინდა მივულოცო ეს ჯილდო. მათი დაჯილდოება მოხდება უახლოეს მომავალში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
30.07.2025.12:22
საქართველოს U18 გოგონათა ნაკრები ევროპის C დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ფინალურ მატჩში, ქართველი კალათბურთელები სომეხ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით 63:60 გაიმარჯვეს.
შეხვედრა ძირითადად ქართველი კალათბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა: ქართველმა გოგონებმა 4-დან 3 მეოთხედი გამარჯვებით დაასრულეს. დასკვნით ფაზაში, ნუგზარ ჭეიშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მობილიზება შეძლო და შეხვედრა სასურველი ანგარიშით დაასრულა.
ფინალურ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა სალომე სვანმა, რომელმაც 26 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა თავი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სალომესთან ერთად, ტურნირზე გამორჩეული იყო ნიცა საბადაშვილიც, რომელმაც სომხეთთან შეხვედრაში 13 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
ტურნირის განმავლობაში, ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 3-დან 3 გამარჯვება მოიპოვა, პლეი-ოფში კი ალბანეთის, შემდეგ კი სომხეთის დამარცხება შეძლო. ჭეიშვილის გუნდმა განსაკუთრებით დიდი ანგარიშით გიბრალტარი დაამარცხა (131:35), სადაც ნიცა საბადაშვილმა 56 ქულა მოიპოვა.
C დივიზიონში გამარჯვების შედეგად, საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა B დივიზიონში გადაინაცვლა სადაც უფრო მეტი კონკურენცია და დონე ელოდება: როგორც A, ასევე B დივიზიონებში, ევროპის ყველაზე ძლიერი ქალთა საკალათბურთო ქვეყნები თამაშობენ, რაც ცხადია, ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის უფრო მეტი გამოწვევა და პროგრესის მომცემი ენერგია გახდება.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს U18 გოგონათა ნაკრებს. საქართველოს ბანკი კალათბურთეს ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.