თორნიკე შენგელია „ბარსელონას“ კალათბურთელია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ოფიციალურად „ბარსელონას“ მოთამაშე გახდა.
კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, შენგელიამ ესპანურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნივერსიტეტების უმეტესობასთან შეთანხმება უკვე გვაქვს - ზვიად გაბისონია
სხვა სიახლეები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას იწყებს
13.03.2026.11:18
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სტრატეგიული განვითარების ახალ გეგმაზე დაიწყო მუშაობა. ამ მიზნით თბილისში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც UEFA GROW-ის ჩართულობით ტარდება.
ვორქშოფის პირველი დღე სფფ-ის მენეჯმენტისა და დეპარტამენტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეთმო. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ძირითადი გამოწვევები და ის მიმართულებები, რომლებიც მომდევნო წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაში უნდა აისახოს.
ორდღიანი ვორქშოფს სასტუმრო Paragraph Golf & Spa Resort Tabori მასპინძლობს. 12 მარტს, სამუშაო სესიის მეორე დღეს, სფფ-ის და უეფას წარმომადგენლები ქართული კლუბების ხელმძღვანელბეს შეხვდებიან.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო სტრატეგიული განვითარების გეგმა 2022 წელს წარადგინა. უეფასთან თანამშრომლობით შექმნილი დოკუმენტი 5-წლიან ციკლს მოიცავდა. სტრატეგიული გეგმარების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა და მოიცვა ადგილობრივ საფეხბურთო ინდუსტრიაში შემავალი ყველა ძირითადი მიმართულება.