თქვენ ამ ნაკრებს უფრო ძლიერს ხდით - გიორგი მამარდაშვილი გულშემატკივრებს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. შესაბამის პოსტს გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„დიდი მადლობა ყველა ადამიანს ვინც ჩამოვიდა ერევანში და ჩვენთან ერთად იყო თამაშზე. ასევე დიდი მადლობა ყველას ვინც ვერ მოახერხა ჩამოსვლა და ტელევიზორიდან მხარს გვიჭერდა.
თქვენ ამ ნაკრებს უფრო ძლიერს ხდით!
მნიშვნელოვანი გამარჯვება!“, - წერს მამარდაშვილი.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად სომხეთში გამართა. ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების დაპირისპირების გამარჯვებული უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს. 23 მარტს საპასუხო შეხვედრა თბილისში, 18:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.
სხვა სიახლეები
19.09.2025.12:42
გიორგი მამარდაშვილთან კოლაბორაციით, ახალი თაობის მხარდასაჭერად, თიბისიმ მორიგი საინტერესო პროექტი დაიწყო.
კარი - ასე ჰქვია ინიციატივას, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს და რომლის მთავარი მიზანიც, საქართველოში მეკარეობის პოპულარიზაციაა.
ქუჩებში, პარკებსა თუ ეზოებში - იქ, სადაც ბავშვები სულ თამაშობენ ფეხბურთს, ჩვენი პროექტის ფარგლებში, ჩავიტანთ მეკარისთვის საჭირო ყველა ატრიბუტს; მათ შორის, გასაშლელ კარს და საჩუქრად დავუტოვებთ მათ, ვისაც მეკარეობა უნდა და ვისთვისაც ინსპირაციად, სწორედ, მამარდა იქცა.
მაშინ, როცა პატარა მეკარეები სხვადასხვა ნივთებისგან გაკეთებულ კარს თავდაუზოგავად იცავენ, იმედი გვაქვს, ახალი ეკიპირება მათთვის დამატებით მოტივაციად იქცევა და უფრო მონდომებით დაიცავენ ნამდვილ კარს.
კარის მთავარი გმირები, სწორედ, ის ბავშვები არიან, რომლებიც ყველა შესაძლებლობას იყენებენ ფეხბურთის სათამაშოდ. ახალი თაობისთვის, ვისაც სურს საფეხბურთო კარიერა მათი ცხოვრების მთავარ გზად იქცეს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი ძალების დაჯერებაა. ჩვენ კი, მათი წარმატების გულშემატკივრები ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ და ყველა ნაბიჯზე ვუთხრათ - წარმატებას აღწევს ის, ვინც მიზანსწრაფულად, ჯიუტად და დაუღალავად მიდის მიზნისკენ.
პროექტის ფარგლებში, გორში, ბორჯომში, ყვარელსა და თბილისში თიბისიმ უკვე დაასაჩუქრა საქართველოს კარის მომავალი მცველები. წინ კიდევ ბევრი ქალაქია, სადაც ეტაპობრივად ჩავალთ.
თიბისისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია განვითარებაზე ორიენტირებული ახალი თაობის მხარდაჭერა; თაობისა, რომელიც ჯიუტად იცავს თავის კარს. ამიერიდან, ისინი უკვე ნამდვილ კარს დაიცავენ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები თამამად იტყვიან: გადავხტები და ავიღებ!
მთავარია, გჯეროდეს!