თბილისში უეფას ლიცენზირების რეგიონული ვორქშოფი გაიმართა
საქართველოში მიმდინარე უეფას ლიცენზირების რეგიონული ვორქშოფი 21 თებერვალს დასრულდა. ღონისძიებაში უეფას წევრი 18 ფეხბურთის ფედერაცია მონაწილეობდა.
ვორქშოფის დაწყებამდე, უეფას საკლუბო ლიცენზირების ხელმძღვანელი ალეშ ზავრი, საკლუბო ლიცენზირების მენეჯერი ანა პოლატოვსკა და საკლუბო ლიცენზირების სპეციალისტი დავიდ პერადალტა ნეგრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, ასევე ლიცენზირების ექსპერტებს და ლიცენზირების კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. 20 და 21 თებერვალს, ვორქშოფს სასტუმრო შერატონმა უმასპინძლა, სადაც სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ვორქშოფის მონაწილეებს საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია. სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის წევრებმა კი, კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიების ფარგლებში, ვორქშოფის მონაწილეები გაეცნენ სიახლეებს, რომლებიც უეფას მხრიდან ინერგება. ვორქშოფს ევროპული ფედერაციების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ უეფას საკლუბო ლიცენზიების მაძიებელი კლუბები.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
23.04.2025.19:25
მონტენეგროში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა(-60 კგ) მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე აიუბ ბლიევი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე უნგრელ მარტონ ანდრასის და სომეხ აშიკ ანდრეიანს სძლია, ნახევარფინალში კი ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა. 21 წლის სპორტსმენმა სენიორებს შორის კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი პირველად მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.