თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Eurobasket 2025-ზე ეროვნული ნაკრების ქომაგებით სავსე სუბსიდირებული ჩარტერული რეისი შესრულდა
ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატის, ევრობასკეტ 2025-ის საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ სპეციალური ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით, დილის 7 საათზე, სავსე ბორტით შესრულდა. ბილეთები პლატფორმა tkt.ge სრულად გუშინ გაიყიდა.
ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს როგორც თბილისის, ისე რიგის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლები უზრუნველყოფენ.
სუბსიდირებული რეისი საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებების თამაშზეა მორგებული, რომელიც დღეს, საქართველოს დროით 16:15 საათზე გაიმართება. ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა მხოლოდ იმ მგზავრებს მიეცათ, რომლებმაც რიგაში გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ევრობასკეტ 2025-ის გასამართ თამაშზე დასასწრები ბილეთები წარმოადგინეს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული კიდე ერთი ფრენა რიგის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ხვალ შესრულდება, რომლითაც გულშემატკივრები სამშობლოში დაბრუნდებიან.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა – Vision Air-მა ოპერირება დაიწყო
სხვა სიახლეები
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ჯუდოკებს ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია
30.10.2025.17:55
31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს მოლდოვაში ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება.
საქართველოს სახელით ჩემპიონატზე იასპარეზებენ:
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ჯუდოკებს ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია.