მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, 23 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება

news image

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სპეციალური პროგრამის ფარგლებში, 23 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება.

მთავრობის განკარგულებების შესაბამისად, რომლებსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება ახმეტის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში; ქალაქ გურჯაანსა და ქალაქ წნორში; ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში; ქალაქ წყალტუბოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთსა და ქალაქ ხონში; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ჩოხატაურში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში; ქალაქ ახალციხეში, დაბა ადიგენსა და ქალაქ ახალქალაქში; ქალაქ ბაღდათში, ქალაქ თერჯოლასა და ქალაქ ქუთაისში; ქალაქ წალკასა და ქალაქ ბოლნისში; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ქალაქ აბაშასა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში.

სპორტული ინფრასტრუქტურის სპეციალური პროგრამის მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის, ასევე ბავშვთა სპორტის კიდევ უფრო განვითარების ხელშეწყობა.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image ძალიან კარგი გუნდია ჩამოყალიბებული ფეხბურთის ფედერაციაში, პირველ რიგში ლევან კობიაშვილის სახით - პრემიერი

29.12.2025.01:21

საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ქართული ფეხბურთის შესახებ მომზადებულ ფილმში საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თაობაზე ისაუბრა. 

,,ძალიან კარგი გუნდია ჩამოყალიბებული ფეხბურთის ფედერაციაში, პირველ რიგში ლევან კობიაშვილის სახით და მთლიანად გუნდი არის ძალიან მოტივირებული, პატრიოტები არიან, გულანთებული ადამიანები არიან - რომ არა ასეთი დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ და ქვეყნის მიმართ ასეთ შედეგებს ქართული ფეხბურთი ვერ მიაღწევდა", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა