მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

სომხეთი VS საქართველო | რატომ არის მარტის შეხვედრები ასეთი მნიშვნელოვანი?

news image

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია.

 

ახლოვდება მორიგი უმნიშვნელოვანესი მატჩი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიის მორიგი ფურცლის დასაწერად ემზადება. კიდევ ერთი პლეი-ოფი, აჩქარებული გულისცემა, სტადიონის ხმაური და გამარჯვების მოლოდინი, რომელიც ქართველი ქომაგისთვის ნაცნობი შეგრძნება გახდა.

 

20 მარტს, გასვლით შეხვედრაში, ვილი სანიოლის გუნდი სომხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, საპასუხო შეხვედრას კი ქართველი ქომაგი 23-ში, “დინამო არენაზე” ელოდება. ორმატჩიანი დუელი, ე.წ. “კავკასიური დერბი” გამოავლენს, თუ რომელი ნაკრები გააგრძელებს ერთა ლიგის B ან C დივიზიონში ასპარეზობას.

 

სასიხარულოა, რომ ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრების ძირითად ბირთვს წარმოადგენენ, მარტის შეხვედრებს შესანიშნავ ფორმაში ხვდებიან. თუკი მეტოქის ბანაკში არსებულ არეულობას, ახლადდანიშნულ მწვრთნელსა და სხვა მცირე, თუმცა მნიშვნელოვან ფაქტორებს გავითვალისწინებთ, ჩვენი იმედი გაცილებით უფრო რეალური ხდება.

 

ამ ორი მატჩის შედეგის მნიშვნელობა იმაზე გაცილებით წონიანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: სომხეთის დამარცხებით და B დივიზიონში დარჩენით, საქართველოს ნაკრები ინარჩუნებს მეტ შანსს, რომ ზედიზედ მეორედ იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატზე. იმისთვის, რომ მეტად ინფორმირებულები ვიყოთ, ერთი შეხედვით, რთულ სქემას მაქსიმალურად მარტივი გზით აგიხსნით.

 

ევრო 2028

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული (1960), მასპინძელი ტურნირზე ავტომატურად იღებს მონაწილეობას. პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატს, 2028 წელს, 4 ქვეყანა - ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და უელსი უმასპინძლებს. ტურნირის წესდებით კი, მასპინძელ ქვეყნებზე მაქსიმუმ 2 გარანტირებული ადგილია გამოყოფილი. შესაბამისად, ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა ტურნირის მასპინძელი ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩეს?

 

ამის ალბათობა ნამდვილად არსებობს და პრეცედენტის თავიდან ასაცილებლად, უეფა-ს აქვს გეგმა, რომელიც, ყველაზე მეტად, დაბალი დივიზიონების ქვეყნებს დააზარალებს. საქართველოს სამომავლო შანსებს სწორედ ამ კუთხიდან განვიხილავთ.

 

2 გარანტირებული ადგილი 4 ნაკრებისთვის

 

ტურნირზე მონაწილე გუნდების გამოსავლენად, ტრადიციულად, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება, სადაც აღნიშნული ოთხეულიც (ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, უელსი)მიიღებს მონაწილეობას. რამდენიმე სცენარი განვიხილოთ:

 

  1. იმ შემთხვევაში, თუკი ევრო 2028-ის საგზურს ორი მათგანი მოიპოვებს (მაგალითად, ინგლისი და ირლანდია), ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო, უეფა, მასპინძელი ქვეყნებისთვის გამოყოფილ 2 ადგილს შოტლანდიასა და უელსს გადასცემს;
  2. თუ მხოლოდ 1 გადალახავს, მასთან ერთად, საგზური საუკეთესო 2-ს ერგება;
  3. თუ 3 გადალახავს, ცხადია, მეოთხე მასპინძელი ქვეყანა ტურნირს მიღმა არ დარჩება;
  4. ნაკლებად სავარაუდო სცენარში, თუკი საკვალიფიკაციო ეტაპი ოთხივესთვის წარუმატებელი იქნება, საგზურს ორი საუკეთესო მაინც მიიღებს.

 

რა კავშირშია საქართველოს ნაკრები ამ ყველაფერთან?

 

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სრული წესდება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სცენარის ლოგიკური თანმიმდევრობით, თავისუფალი ადგილების გადაცემა ყველაზე ნაკლებად A და B დივიზიონის გუნდებს დააზარალებს, რადგან ევროპის საუკეთესო გუნდები სწორედ აქ არიან თავმოყრილები. სამომავლო გამარჯვება, რომელსაც ქართველი ქომაგი სომხეთის ნაკრებთან ელოდება, ამ გზით, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს: ჩვენ შევინარჩუნებთ ადგილს ევროპულ საფეხბურთო ელიტაში და ერთა ლიგის გავლით, დაველოდებით ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელ დამატებით შანსს, რომელიც იმ დაუჯერებელ ზღაპარსა და თავბრუდამხვევ ემოციებს მოგვაგონებს, რომლითაც ვილი სანიოლის ნაკრებმა ჩვენს მოგონებებში სამუდამოდ დაიდო ბინა.

 

წინ “კავკასიური დერბი” გველოდება:

 

სომხეთი VS საქართველო | 20 მარტი, 21:00 საათი;

საქართველო VS სომხეთ | 23 მარტი, 18:00 საათი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

სპორტი
image გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია

23.04.2025.19:25

მონტენეგროში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა(-60 კგ) მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე აიუბ ბლიევი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე უნგრელ მარტონ ანდრასის და სომეხ აშიკ ანდრეიანს სძლია, ნახევარფინალში კი ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა. 21 წლის სპორტსმენმა სენიორებს შორის კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი პირველად მოიპოვა.

ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა