მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

სომხეთი - საქართველო | 19 მარტის განრიგი

news image

საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. შეკრების მეორე დღეს ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. 

საქართველოს ნაკრები ერევანში 19 მარტს გაემგზავრება, სადაც საღამოს, შეხვედრის მასპინძელ ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე, მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. 

შეკრების მეორე ვარჯიშის შემდეგ, სომხეთთან მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა. 

ზურიკო დავითაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ძალიან დიდი ხანი ველოდებით ამ მატჩებს. ხანგრძლივი პაუზა იყო და მოგვენატრა ერთმანეთი, ეროვნული ნაკრები.

ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშიც გვაქვს. B ლიგაში დარჩენა გვჭირდება, რადგან C ლიგასთან შედარებით გუნდების დონე განსხვავებულია. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.კარგ ფომრაში ვარ, ბიჭებიც ძალიან შედეგიანად თამაშობენ და იმედია ამას სომხეთთან თამაშშიც გადმოვიტანთ".

პირველი სანაკრებო შთაბეჭდილებები გაგვიზიარა ეროვნული გუნდის დებიუტანტმა, ლუკა ლაცაბიძემ. 

ლუკა ლაცაბიძე (ეროვნული ნაკრების წევრი): "ნაკრებში ყველა ძალიან კარგად დამხვდა. ძალიან მაგარი გუნდია და დადებითი ემოციებით დავიმუხტე. ჩემი თაობის ფეხბურთელი ნაკრებში საბა გოგლიჩიძეა. მასთან ერთად ადრეც მითამაშია და ამან გამიადვილა ადაპტაცია და გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა". 

B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)

19 მარტის განრიგი | ერევანი, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონი

  • 17:30 - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
  • 18:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში
  • 19:00 - სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
  • 19:30 - სომხეთის ნაკრების ვარჯიში

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

სპორტი
image გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია

23.04.2025.19:25

მონტენეგროში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა(-60 კგ) მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე აიუბ ბლიევი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე უნგრელ მარტონ ანდრასის და სომეხ აშიკ ანდრეიანს სძლია, ნახევარფინალში კი ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა. 21 წლის სპორტსმენმა სენიორებს შორის კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი პირველად მოიპოვა.

ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა