მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107.4
0.0025
flag
AZN 1.5827
-0.0009
flag
CNY 38.706
-0.0056
flag
EUR 3.2088
-0.0078
flag
GBP 3.699
-0.0149
flag
KZT 53.71
0.0022
flag
TRY 0.0619
-0.0001
flag
USD 2.6908
-0.0014

SMH Global-მა La Gazzetta dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა - ინტერვიუ SMH Global-ის დამფუძნებელ ლაშა მაჭავარიანთან

news image

SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოშიც განაახლა. კომპანიამ ორი წლის უწყვეტი თანამშრომლობისა და ევროპული მედიის სტანდარტების დაცვის შედეგად შეძლო შეთანხმების მიღწევა, რის შედეგადაც La Gazzetta Dello Sport Georgia აქტიურად აშუქებს ქართული სპორტის მოვლენებს, ეროვნული ნაკრების მატჩებსა და საერთაშორისო ტრანსფერებს.

2026 წელს მთავარი პრიორიტეტი მსოფლიო სპორტის მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქება და ყველა სპორტული მიღწევის მაქსიმალურად აუდიტორიამდე მიტანა იქნება. დეტალებზე სასაუბროდ Business Insider Georgia SMH Global-ის დამფუძნებელს, ლაშა მაჭავარიანს ესაუბრა.

SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოშიც განაახლა - რას ნიშნავს და როგორ იქნა მიღწეული აღნიშნული?

La Gazzetta Dello Sport Georgia-ს ვებგვერდის, LaGazzetta- და შესაბამისი სოციალური არხების ჩაშვების დღიდანვე, ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ იტალიურ მხარესთან, უწყვეტი კომუნიკაცია გვაქვს, რაც გულისხმობს ევროპული მედიის სტანდარტის დაცვასა და მსოფლიო ბრენდის ინდივიდუალიზმის გათვალისწინებას. ორი წლის პროდუქტიულმა მუშაობამ და აღნიშნული მიდგომების წრამატებით განხორციელებამ, იტალიური და ქართული მხარის კმაყოფილებამ, შესაძლებელი გახადა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, განახლებულიყო ფრანჩაიზი საქართველოზეც. SMH Global - სთვის ეს რა თქმა უნდა, ახალი ეტაპია, რომელსაც ჩვეული პროფესიონალიზმითა და მაღალი სტანდარტით გავაგრძელებთ და ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს აუდიტორიას.

⁠როგორია La Gazzetta Dello Sport Georgia-ს პოზიციები ბაზარზე და ამასთან, როგორ აფასებთ ინტერესს მკითხველების მხრიდან, რამდენად მზარდია ეს ნაწილი?

განვლილმა ორმა წელმა და ჩვენს მიერ წარმოებულმა კვლევებმა შესაძლებლობა მოგვცა განვსაზღვროთ მიზნობრივი აუდიტორიის ინტერესი და რა თქმა უნდა, რაც არის მედიის ფუნდამენტი, ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას. ამ დროისთვის, შემიძლია ამაყად გითხრათ, რომ La Gazzetta Dello Sport Georgia ქართულ სპორტულ მედიასივრცეში იკავებს გამორჩეულ ადგილს, რაც განპირობებულია თანმიმდევრული მუშაობით, აღნიშნული გამოიხატება ვებგვერდის მრავალმხრივი პროდუქტითა და მრავლისმომცველი ექსკლუზიური სიახლეებით. მოგეხსენებათ, ვებგვერდი LaGazzetta და ჩვენი სოციალური მედიის არხები სპორტის ყველა სახეობას აშუქებს, გვაქვს სპეციალური პრიზები საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მოთამაშეებისთვის, ასევე ჩვენ მკითხველს შესაძლებლობა აქვს პირველმა გაიგოს მსოფლიო ფეხბურთში მიმდინარე მოვნელები და რა თქმა უნდა, სატრანსფერო სიახლეები. ჩვენ ვმუშაობთ ყველა ასაკისა და გემოვნების ტიპის აუდიტორიისთვის, მიმდინარე მოვლენებთან ერთად მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ სპორტული ისტორიების გახსენებას და ასევე ჩვენი მკითხველისთვის სპეციალური გათამაშებები გვაქვს.

როგორ აფასებთ 2025 წელს და რა ძირითად წარმატებულ მიმართულებებს გამოყოფთ?

2025 წელი ვებგვერდმა, LaGazzetta-მ და Gazzetta-ს სოციალური მედიის არხებმა აქტიურად და მთავარი ექსკლუზივით დაიწყო, რაც ხვიჩა კვარაცხელიას PSG-ში ტრანსფერს გულისხობს, რასაც მოჰყვა ხვიჩას სადებიოტო მატჩის პარიზიდან გაშუქება და ქართველმა ტალანტმა LaGazzetta-ს და Gazzetta-ს სოციალური მედიის აუდიტორიას პარიზული შთაბეჭდილებები გაუზიარა. მთელი წლის განმავლობაში ადგილიდან ვაშუქებდით ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყველა მატჩს. მოგეხსენებათ, 2025 წელი საკმაოდ დატვირთული და წარმატებული იყო ქართული სპორტისთვის და მკითხველს შესაძლებლობა ჰქონდა პირველს გაეგო ქართველების ყველა გამარჯვება. აღსანიშნავია, საქართველოში გამართული ტურნირები, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში და ქართველი გულშემატკივრის წინაშე სანდრო ბაზაძის ისტორიული გამარჯვება, აღნიშნულ მოვლენებს ჩვენი აუდიტორია დეტალურად ეცნობოდა. ასევე, ჩვენ გამუდმებით ვწერთ ინტერვიუებს სპორტსმენბთან და სპორტში მოღვაწე სხვა მნიშვნელოვან ფიგურებთან.

როგორია 2026-ის გეგმები და პრიორიტეტები?

უკვე დავიწყეთ მუშაობა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გასაშუქებლად. მოგეხსენებათ, მსოფლიო სპორტის მთავარი მოვლენა წელს სწორედ ეს არის. 2026 წელი დაეთმობა ჩვენ მთავარ მიზანსა და ამოცანას, რომ მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ყველა ფედერაციასთან იმისათვის, რომ ყველა სპორტულ მიღწევას, პოპულარულ თუ ნაკლებ პოპულარულ სპორტულ სახეობაში, დავუთმოთ დრო, მოხვდეს La Gazzetta dello Sport Georgia-ს ვარდისფერ ფურცლებზე, ასევე ჩვენი სოციალური ქსელების არხებზე და მივიდეს აუდიტორიამდე.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

სპორტი
image SMH Global-მა La Gazzetta dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა - ინტერვიუ SMH Global-ის დამფუძნებელ ლაშა მაჭავარიანთან

02.02.2026.14:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა