შენგელიას 22 ქულა - ბარსელონამ საფრანგეთში „ვილერბანს“ მოუგო
საკალათბურთო ევროლიგაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად „ლიონ ვილერბანს“ დაუპირისპირდა და 98:91 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 23 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან 22 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შენგელიამ ექვსი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და შვიდი საჯარიმო ჩააგდო.
ევროლიგაში ბარსელონას 16 მოგება და 8 მარცხი აქვს. კატალონიური გუნდი ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს. ბარსელონა მომდევნო შეხვედრას „ოლიმპიაკოსთან“ ჩაატარებს.
სხვა სიახლეები
ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალშია
01.03.2026.15:20
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალშია. მან ნახევარფინალში იაპონელ რიკუ ოკადა დაამარცხა.
ფინალური ბლოკი 16:00-ზე დაიწყება, ბექაური ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ მურად ფატიევს დაუპირისპირდება.