მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო

news image

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 

შეკრების პირველ დღეს ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ჩაკვეტაძეს და საბა გოგლიჩიძეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ, ხოლო ლუკა გუგეშაშვილი, ივა გელაშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი კვერნაძე ნაკრებს 24 მარტიდან შეუერთდებიან. 

მარტის შეკრების პირველი ვარჯიშის დაწყებამდე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული პრესკონფერენციაზე, ნაკრების მთავარმა მწვრთნლემა, ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა მოახლოებულ სანაკრებო მატჩებთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხეს. 

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "მიზანიროგორც ყოველთვისარის სწორი ბალანსის პოვნა ჩვენს დაცვით და შეტევით შესაძლებლობებს შორისიმედგაცრუებული ვარ ბოლო ექვსი თვის შედეგებით. განსაკუთრებით საკვალიფიკაციო ეტაპზე სექტემბერშიოქტომბერსა და ნოემბერშირადგან ვფიქრობუკეთ შეგვეძლო თამაშიმაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ.

თუმცაზოგჯერ სწორედ რთულ ვითარებაში იწყებ გამოსავლის პოვნასახლა, მარტიდან ივნისამდე ოთხი ამხანაგური თამაში გვაქვს და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა სიახლეებისთვის. ვგულისხმობ როგორც ახალ მოთამაშეებსაც, ისე ტაქტიკურ ორგანიზაციასრა თქმა უნდაამ ოთხ მატჩს გამოვიყენებთ იმისთვისრომ ვცადოთ სხვადასხვა ვარიანტი და ვიპოვოთ საუკეთესო ბალანსი მომავალი წლისთვის.

ერთა ლიგის ახალ გათამაშებას ამბიციით ველოდებით. არ ვამბობრომ აუცილებლად მოვიგებთ და A ლიგაში გადავალთმაგრამ ჩვენი მიზანი თავიდანვე იქნება პირველი ადგილის დაკავება — ეს ბუნებრივია ნებისმიერი ტურნირისთვის.თუმცა ვიცითრომ უნგრეთთანირლანდიასთან და უკრაინასთან ძალიან რთული ჯგუფი იქნებაამიტომაც ეს ოთხი მატჩი მარტსა და ივნისში ძალიან მნიშვნელოვანია რათა მივიღოთ პასუხები ჩვენს კითხვებზე და მაქსიმალურად გავზარდოთ მოთამაშეების თავდაჯერება".

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "მინდა, პირველ რიგში, გამოვხატო თითოეული ჩვენგანის ღრმა მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, სრულიად საქართველოსა და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი ტკივილი და მძიმე დანაკლისია. პატრიარქის თითოელი სიტყვა და დამოკიდებულება ადამიანების მიმართ ბევრი ჩვენგანისათვის ცხოვრების მაგალითად დარჩება. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ რამდენჯერმე მქონდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა — თითოეული ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი ფეხბურთელი დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, 17-წლამდე ნაკრებთან ერთად იყო შეკრებაზე მათე ისაკაძე, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის 15-წლამდე ნაკრების კაპიტანია. ძალიან გვიხარია, რომ ჩამოვიდა და იმედი გვაქვს, მომავალში საქართველოს ნაკრებს აირჩევს. შემდეგ შეკრებაზე ჩამოვა ნიურნბერგის 17-წლამდე გუნდის წევრი, რომელიც დედით ქართველია. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ მეტი ქართველი ფეხბურთელი დავაბრუნოთ საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს კონკურეციის ზრდას და ჩვენი ნაკრებების გაძლიერებას.


ვმუშაობთ ივნისის მეორე ამხნაგური მატჩის ორგანიზებაზე. მეტოქის შერჩევისას, რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია მთავარ მწვრთნელთან. სწორედ მწვრთნელის იდეების და მომავალი მეტოქეების გათვალისწინებით შეირჩა ისრაელის და რუმინეთის ნაკრებები. ვფიქრობ, ბევრი აქვთ საერთო ჩვენს მომავალ მეტოქეებთან".

მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვას შეხვდება.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება იწყება

16.04.2026.17:57

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შესაბამისი ხელშეკრულება, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების შესრულების  ვადად 8 თვე განისაზღვრა.

ბოლნისის თანამედროვე სტანდარტების ბუნებრივსაფარიანი სტადიონი  4500 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა  საფეხბურთო მატჩებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს რაგბის თამაშებისთვისაც.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა