საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩში პოლონეთს დაუპირისპირდება
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მეოთხე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე პოლონეთის ნაკრები იქნება. მატჩი ქალაქ სოსნოვიეცში ჩატარდება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ალეკსანდარ ჯიკიჩმა გუნდი პოლონეთში ჩასვლიდან მეორე დღეს, 12 აგვსტოს დატვირთულად ავარჯიშა. საწვრთნელმა სესიამ ლამის 3 საათი გასტანა. ვარჯიშში მონაწილეობა პოლონეთში მყოფმა 15-ივე კალათბურთელმა მიიღო, რომელთაგან ყველა მწყობრშია.
შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება თორნიკე შენგელია. საქართველოს ნაკრების კაპიტანი პირადი მიზეზით ესპანეთში იმყოფება და წინასწარი ინფორმაციის ნაკრებს ჩეხეთში შეუერთდება.
ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება. ჩვენი ნაკრები კი პირველ შეხვედრას ტურნირზე 28 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნივერსიტეტების უმეტესობასთან შეთანხმება უკვე გვაქვს - ზვიად გაბისონია
სხვა სიახლეები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას იწყებს
13.03.2026.11:18
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სტრატეგიული განვითარების ახალ გეგმაზე დაიწყო მუშაობა. ამ მიზნით თბილისში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც UEFA GROW-ის ჩართულობით ტარდება.
ვორქშოფის პირველი დღე სფფ-ის მენეჯმენტისა და დეპარტამენტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეთმო. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ძირითადი გამოწვევები და ის მიმართულებები, რომლებიც მომდევნო წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაში უნდა აისახოს.
ორდღიანი ვორქშოფს სასტუმრო Paragraph Golf & Spa Resort Tabori მასპინძლობს. 12 მარტს, სამუშაო სესიის მეორე დღეს, სფფ-ის და უეფას წარმომადგენლები ქართული კლუბების ხელმძღვანელბეს შეხვდებიან.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო სტრატეგიული განვითარების გეგმა 2022 წელს წარადგინა. უეფასთან თანამშრომლობით შექმნილი დოკუმენტი 5-წლიან ციკლს მოიცავდა. სტრატეგიული გეგმარების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა და მოიცვა ადგილობრივ საფეხბურთო ინდუსტრიაში შემავალი ყველა ძირითადი მიმართულება.