საქართველო - თურქეთი | 3 სექტემბრის განრიგი
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
2 სექტემბერს, ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
მოალხოებული საკვალიფიკაციო ეტაპის და თურქეთთან მატჩის შესახებ ჩვენი გუნდის შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა.
ზურიკო დავითაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "ყოველთვის ველოდებით სანაკრებო პაუზას. ერთმანეთის ნახვა, საქართველოში თამაში ძალიან გვიხარია. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება და მაქსიმალურად მომზადებული ვართ. მეტოქეები მაღალი დონის გვყავს და ყვეალფერი სტადიონზე გადაწყდება. მაყურებელთან ერთად თავს არ დავზოგავთ. მთელი საქართველო ჩვენს გვერდით იქნება და ვეცდებით, რომ იმედები არ გავუცრუოთ ჩვენს გულშემატკივარს.
თურქეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელები ჰყავთ და ძალიან რთული თამაში გველის. მოლოდინი გაზრდილია და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ვარჯიშებზე, უნდა გადავიტანოთ სტადიონზე და სასურველ შედეგს მივიღებთ".
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს, ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.
სხვა სიახლეები
ამბროლაურის, საჩხერის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების რაგბის ტექნიკური ცენტრები აშენდება
06.04.2026.12:58
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამბროლაურში, საჩხერეში, ლენტეხში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მსოფლიო რაგბის სტანდარტების სტადიონების მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა. მომსახურების შესრულების საერთო ვადად 12 თვეა განსაზღვრული.
პროექტის მიხედვით, სტადიონებზე მოეწყობა მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და თანამედროვე განათების სისტემები, რაც მოედნის გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.
დაგეგმილია, ასევე, გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა.
რაგბის ტექნიკური ცენტრები აღჭურვილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით და ადაპტირებული იქნება ყველა მაყურებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, რაგბის 8 ხელოვნურსაფარიანი მოედნის აშენებას გეგმავს: თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, თბილისის 180-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, წყალტუბოში, გურჯაანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში.
ქუთაისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში, კი, დაგეგმილია რაგბის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მშენებლობა.
ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის „აიას“ და თბილისის ავჭალის სტადიონებს.
ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებას.