მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7261.2
-0.001
flag
AZN 1.5828
-0.0005
flag
CNY 39.403
-0.0019
flag
EUR 3.1593
0.0093
flag
GBP 3.6611
0.0242
flag
KZT 58.09
-0.0002
flag
TRY 0.0596
0
flag
USD 2.6908
-0.0008

საქართველო მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე | ყველაფერი ტურნირის შესახებ

news image

საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

საქართველოს ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. 27 ნოემბერს, ქართველი კალათბურთელები ჯერ თბილისში უკრაინას უმასპინძლებენ, შემდეგ კი, 30 ნოემბერს, ესპანეთს ესტუმრებიან. ოლეკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები A ჯგუფშია წარმოდგენილი, სადაც ჯგუფიდან გასასვლელად დანიის ნაკრების წინააღმდეგაც იბრძოლებს.

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კატარი მასპინძლობს. ტურნირზე მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს (ტურნირზე ევროპის ზონიდან 12 ადგილია გამოყოფილი). საკვალიფიკაციო ეტაპი ორ რაუნდად არის დაყოფილი და ორივე მათგანი ჯგუფური სისტემით ჩატარდება.

როგორ მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე?

პირველ რაუნდში, 24 ევროპული ნაკრები 4-გუნდიან ჯგუფებში გადანაწილდა. თითოეული ნაკრები 6 შეხვედრას გამართავს (შინ და გასვლაზე). 1-3 პოზიციაზე გასულები მეორე რაუნდში გადაინაცვლებენ, სადაც 4 ცალი, 6-გუნდიანი ჯგუფი ჩამოყალიბდება.

პირველი ეტაპის გამარჯვებულები მე-2 ეტაპზე მხოლოდ იმ გუნდებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რაუნდში დაგროვებული ქულები გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ. ასე რომ, A ჯგუფში ჩატარებულ თითოეულ მატჩს დიდი მნიშვნელობა ეკისრება.

იმისთვის, რომ საქართველო მსოფლიო პირველობაზე ზედიზედ მეორედ მოხვდეს, საჭიროა, რომ ჯერ A ჯგუფში საუკეთესო სამ ნაკრებს შორის მოხვდეს, შემდეგ კი მეორე რაუნდში, 6 გუნდს შორის, მინიმუმ 1-3 ადგილი დაიკავოს. ეს შედეგი კატარის საგზურს განაღდებულს ხდის.

FIBA-ზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, A ჯგუფის მთავარი აუტსაიდერი დანიაა, ხოლო 1-2 პოზიცია, სავარაუდოდ, ესპანეთმა და საქართველომ უნდა გადაინაწილონ.

ვის შევხვდებით მეორე რაუნდში?

ფორმატის თანახმად, მე-2 რაუნდში ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდება:

● A და B ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები → I ჯგუფს ჩამოაყალიბებს
● C და D → J
● E და F → K
● G და H → L

ამ განაწილებით, გამოდის, რომ თუკი საქართველომ პირველი რაუნდი წარმატებით დაძლია, მორიგ შეხვედრებს B ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდთან ჩაატარებს (შინ და გასვლაზე). ჩვენი პოტენციური მეტოქეები B ჯგუფიდან კი პორტუგალია, მონტენეგრო, საბერძნეთი და რუმინეთი არიან.

როდის გაიმართება პირველი რაუნდის შეხვედრები?

● 27 ნოემბერი, 20:50 | საქართველო v უკრაინა;
● 30 ნოემბერი, 22:45 | ესპანეთი v საქართველო;
● 27 თებერვალი | დანია v საქართველო;
● 3 მარტი | საქართველო v დანია;
● 2 ივლისი | უკრაინა v საქართველო;
● 5 ივლისი | საქართველო v ესპანეთი.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image რა რეალური შანსები აქვს კვარას „ოქროს ბურთზე“ | კვირას მაგია

30.04.2026.18:07

საქართველოს ბანკი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში “პარი სენ-ჟერმენმა” და „ბაიერნმა“ ფეხბურთის გულშემატკივარს დაუვიწყარი სპექტაკლი უსახსოვრეს. 9-გოლიანი თრილერის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი და კაშკაშა ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც მანუელ ნოიერის კარი ორჯერ, აუღებელი დარტყმებით დალაშქრა. 

განსაკუთრებით ეფექტური პირველი გოლი გამოდგა: მოხდენილი მოძრაობით ქართველმა შემტევმა იოსიპ სტანიშიჩს თავბრუ დაახვია, შემდეგ კი გამოცდილი გერმანელი მეკარის კარი ულამაზესი დარტყმით აიღო.

მატჩამდე, ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა საკმაოდ თამამი პროგნოზი გააკეთა და აღნიშნა, რომ „ხვიჩას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ სტანიშიჩს მოედანზე სერიოზული პრობლემები შეუქმნას“. 

როგორც აღმოჩნდა, წინასწარი მოლოდინი სრულად გამართლდა. სეზონის მეორე ნახევარში ხვიჩა კვარაცხელია ისეთ სათამაშო კონდიციებში შევიდა, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია - ნებისმიერი კლუბის დაცვის ზღუდეს ქართველი ვარსკვლავი მარტივად ლახავს.

ფეხბურთში, გადამწყვეტ მომენტებში ლიდერობა ყოველთვის განსაკუთრებულად ფასობს, ხვიჩა კი პიკში სწორედ მაშინ შევიდა, როდესაც ტიტულებისთვის ბრძოლაში თითოეულ მოქმედებას გადამწყვეტი როლი აქვს.

გაგახსენებთ: ლონდონის "ჩელსისთან" სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა, შემდეგ ლონდონელებს გოლი საპასუხო შეხვედრაშიც გაუტანა. ითამაშა ნაკრებში და ისრაელს 2 გოლი გაუტანა, შემდეგ კი მორიგი დაუვიწყარი გოლი "ლივერპულთან" შემოგვთავაზა, სადაც მის თანამემამულეს, გიორგი მამარდაშვილს გვერდი ოსტატურად აუარა და ბურთი ცარიელ კარებში გადაგზავნა. საერთო ჯამში, ბოლო 11 შეხვედრაში მის ანგარიშზე 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა და იქნებ, ეს არცაა პიკი და ყველაფერი წინ გველოდება?

ოქროს ბურთის პრეტენდენტი?

სეზონის მიმდინარეობისას, ცნობილი ბრიტანული გამოცემა, Goal.com, „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებად სიას გამოაქვეყნა, სადაც 16 აპრილის მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელია მე-11 პოზიციაზე იმყოფება. სტატიაში აღნიშნულია: “თუ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპის საუკეთესო მოთამაშე დღეის მდგომარეობით უნდა დავასახელოთ, ხვიჩა კვარაცხელია უდავოდ ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება. თუმცა, საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენა, სავარაუდოდ, ხელისშემშლელი ფაქტორია იმ პოზიციასთან, რომლის დაკავებაც მას „ოქროს ბურთის“ საბოლოო რეიტინგში შეუძლია.“

გადამწყვეტ მომენტებში თავის გამოჩენა „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. ამ კონტექსტში, მიუნხენის „ბაიერნთან“ ნაჩვენები პერფორმანსი კვარაცხელიას ამ ჯილდოს პრეტენდენტთა სიაში კიდევ უფრო მაღლა წევს. ყოველ შემთხვევაში, Goal.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ეწერა, რომ “ოქროს ბურთი” უტოპია აღარაა”.

ხვიჩას ინდივიდუალური ოსტატობა, საგოლე ალღო და დაცვით ფაზაში აქტიური ჩართულობა, რასაც მისი ლიდერული ხასიათი ემატება, დღეს საერთაშორისო მედიისა და საფეხბურთო ექსპერტების განხილვის მთავარ თემას წარმოადგენს. 

უეინ რუნი კვარაცხელიას სათამაშო სტილს ასე აფასებს: „კვარაცხელია არაპროგნოზირებადია. მას აქვს ჯანსაღი სითავხედე, რომელიც მხოლოდ მოედანზე საუკეთესო მოთამაშეებს ახასიათებთ. მან ზუსტად იცის, რომ მინდორზე საუკეთესოა”.

საქებარი სიტყვები ლეგენდებისგან

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. პარი სენ-ჟერმენის ისტორიაში ერთ სეზონში 15 საგოლე მოქმედება აქამდე არცერთ ფეხბურთელს ჰქონია. ქართველის თამაშით აღტაცებას ვერ მალავს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და CBS-ის ანალიტიკოსი ტიერი ანრი:

„ის შიშის გარეშე თამაშობს და ბურთს რთულ მომენტებშიც აქტიურად ითხოვს. მას სურს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და ასეთი მენტალიტეტი იშვიათია. ხალხი მის ფინტებზე საუბრობს, თუმცა დააკვირდით, რამდენად სწორად არჩევს მომენტს, როგორ მოძრაობს, როგორ უქმნის სივრცეებს თანაგუნდელებს, როგორ აპრესინგებს მეტოქეს და როგორ გადაადგილდება მოედანზე უბურთოდ. მას ფეხბურთი ესმის.“

„ბაიერნთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, “პსჟ-ს” მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს ხვიჩა კვარაცხელიამაც უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა მის „ნაპოლიში“ გატარებულ პერიოდს და დიეგო მარადონასთან პარალელებს შეეხო. ხვიჩამ საკითხს მოკრძალებულად უპასუხა, თუმცა Sky Sports-ის გუშინდელ ეთერში საფეხბურთო ექსპერტთა შეფასებები გაცილებით თამამი იყო.

„მარადონას შემდეგ, „ნაპოლიში“ მსგავსი დონის ფეხბურთელს არ უთამაშია“, - განაცხადა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ. „ნაპოლიში კარგი მოთამაშეები ნამდვილად იყვნენ, თუმცა, კი, გეთანხმები“, - დაუდასტურა მას ალესანდრო დელ პიერომ. ფაბიო კაპელომ კი აქცენტი ლუის ენრიკეს როლზე გადაიტანა და აღნიშნა, რომ ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით კვარაცხელიამ ყველა საჭირო თვისება სრულყოფილად გამოავლინა.

შესაძლოა დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ხვიჩა კვარაცხელია იმ საფეხბურთო ზღაპარსა და უამრავი ბავშვის ოცნებებში ცხოვრობს, რომლებიც მისთვის უკვე რეალობად იქცა.

ის ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი ნაბიჯითაა დაშორებული და ამ უზომოდ წარმატებული საკლუბო კარიერის ფონზე, უფრო და უფრო მეტად უახლოვდება იმას, რასაც ადრე ვერავინ წარმოიდგენდა. 

იქნება „ოქროს ბურთი“ ამ სეზონში? მსოფლიო ჩემპიონატის ფაქტორის გამო, ეს ურთულესი ამოცანაა, თუმცა, ხვიჩა „ოქროს ბურთით“ ხელში უკვე აღარ არის მხოლოდ ეროვნული მოტივებით ნაკარნახევი სურვილი ან ილუზია - ეს რეალური შესაძლებლობაა, რომელიც სულ უფრო მკაფიო კონტურებს იძენს.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ფეხბურთელებს. საქართველოს ბანკი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა