საქართველო-ბულგარეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება
საქართველო - ბულგარეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება. ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეუძლია.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს და ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები“, - აღნიშნულია ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს დინამო არენაზე გამართავს. 4 სექტემბერს ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდება, 7 სექტემბერს კი ბულგარეთს.
სხვა სიახლეები
ლაშა ბექაური აბუ-დაბის „გრანდ სლემის“ ჩემპიონია
30.11.2025.17:53
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ძიუდოს „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ფინალში მოლდოველი მაჰილ ლატისევი დაამარცხა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალურ შეხვედრამდე მან ნიდერლანდელი მარკუს ვან დეიკი, რუსი ეგორ ანდონი და სერბი ისლამ სოგენოვი დაამარცხა. ნახევარფინალში კი სამხრეთ კორეელ ჯომგჰუნ კიმს სძლია.
მიმდინარე ტურნირზე ეს საქართველოსთვის მეორე მედალია. გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტები აბუ-დაბის „გრანდ სლემზე“ საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.