სანდრო მამუკელაშვილი „იუტასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა. ქართველი კალათბურთელის „ტორონტო რეპტორსმა“ შინ „იუტა ჯაზი“ 107:100 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 30 წუთი ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მან 20 ქულა, 6 მოხსნა და ერთი ჩაჭრა დააგროვა. „ტორონტო“ 30 მოგებითა და 21 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 5 თებერვალს „მინესოტასთან“ გამართავს.
სხვა სიახლეები
პირველად საქართველოს ისტორიაში ზამთრის სპორტის სახეობებში მოპოვებულია ოლიმპიური მედალი
17.02.2026.02:33
ლუკა ბრულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მილანში ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა ლუკა ბერულავასა და ანასტასი მეტელკინას წყვილმა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს.
ოლიმპიური ოქროს მედლები რიკუ მიურა და რუიჩი კიჰარამ (იაპონია) მოიპოვეს, ბრინჯაო კი ფაბიანე ჰასემ და ნიკიტა ვოლოდინმა (გერმანია).
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.