სანდრო ბაზაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავეა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო
თბილისში ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ფინალში ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი ანგარიშით 15:9 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა. ის პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავე, რომელმაც ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველო ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. მასში მონაწილეობას 120 ქვეყნის 1205 სპორტსმენი იღებს.
მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისში ისტორიაში პირველად საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნივერსიტეტების უმეტესობასთან შეთანხმება უკვე გვაქვს - ზვიად გაბისონია
სხვა სიახლეები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას იწყებს
13.03.2026.11:18
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სტრატეგიული განვითარების ახალ გეგმაზე დაიწყო მუშაობა. ამ მიზნით თბილისში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც UEFA GROW-ის ჩართულობით ტარდება.
ვორქშოფის პირველი დღე სფფ-ის მენეჯმენტისა და დეპარტამენტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეთმო. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ძირითადი გამოწვევები და ის მიმართულებები, რომლებიც მომდევნო წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაში უნდა აისახოს.
ორდღიანი ვორქშოფს სასტუმრო Paragraph Golf & Spa Resort Tabori მასპინძლობს. 12 მარტს, სამუშაო სესიის მეორე დღეს, სფფ-ის და უეფას წარმომადგენლები ქართული კლუბების ხელმძღვანელბეს შეხვდებიან.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო სტრატეგიული განვითარების გეგმა 2022 წელს წარადგინა. უეფასთან თანამშრომლობით შექმნილი დოკუმენტი 5-წლიან ციკლს მოიცავდა. სტრატეგიული გეგმარების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა და მოიცვა ადგილობრივ საფეხბურთო ინდუსტრიაში შემავალი ყველა ძირითადი მიმართულება.