საქართველოსა და ლატვიის ვეტერანი ფეხბურთელები დღეს ქუთაისში ითამაშებენ
დღეს ქუთაისში საქართველოსა და ლატვიის ნაკრები გუნდების ვეტერანი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი გაიმართება. შეხვედრას შენგელია არენა 21:00 საათზე უმასპინძლებს.
ბილეთებს შეძენა შეიძლება როგორც ამ ბმულზე, ასევე შენგელია არენას სალაროებში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
23.04.2025.19:25
მონტენეგროში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა(-60 კგ) მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე აიუბ ბლიევი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე უნგრელ მარტონ ანდრასის და სომეხ აშიკ ანდრეიანს სძლია, ნახევარფინალში კი ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა. 21 წლის სპორტსმენმა სენიორებს შორის კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი პირველად მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.