საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადებას 17 მარტიდან დაიწყებს.
B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. სანაკრებო სიაში ერთი დებიუტანტია - ოდესის ჩერნომორეცის და ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი, ლუკა ლაცაბიძე.
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: 14 მარტს, 12:30 საათზე, სასტუმრო პარაგრაფ თბილისში (თავისუფლების მოედანი 7) ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციაზე დასწრების მსურველმა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დღის ბოლომდე, შესაბამისი მოთხოვნით მიმართეთ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს - media@gff.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
23.04.2025.19:25
მონტენეგროში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა(-60 კგ) მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე აიუბ ბლიევი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე უნგრელ მარტონ ანდრასის და სომეხ აშიკ ანდრეიანს სძლია, ნახევარფინალში კი ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა. 21 წლის სპორტსმენმა სენიორებს შორის კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი პირველად მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.