საქართველო-უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება
16 ნოემბერს, საქართველო-უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
მატჩი ბათუმში გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მეექვსე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ 19 ნოემბერს გამართავს. მატჩი ჩეხეთში, ქალაქ ოლომუეცში გაიმართება.
საქართველოს გულშემატკივარსთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 1 ნოემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.
ბილეთის ფასი 13 ევროს ეკვივალენტი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრი საქართველოს ფუტსალის ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა
17.01.2026.13:50
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ფუტსალის ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლა ძალიან დიდი წარმატებაა და ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა.
„როგორც რიგითმა გულშემატკივარმა, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ნიჭთან ერთად ძალიან დიდი შრომის შედეგია ის წარმატება, რასაც თქვენ მიაღწიეთ და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. მინდა, დიდი წარმატება გისურვოთ ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია, წლების განმავლობაში მეტი და მეტი წარმატება იქნება. ამას თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გეკუთვნით. წარმატებული, ბედნიერი წელი მინდა გისურვოთ და წარმატებები ევროპის ჩემპიონატზე”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე ასპარეზობისთვის ხვალ მიემგზავრება და A ჯგუფში ხორვატიის, ლატვიისა და საფრანგეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით ლატვიაში, სლოვენიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.