ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამის ფარგლებში, ProCredit Bank-ში ქალი მეწარმეებისთვის შეხვედრა გაიმართა
ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამის ფარგლებში, პროკრედიტ ბანკი • ProCredit Bank-ში ქალი მეწარმეებისთვის შეხვედრა გაიმართა;
ღონისძიების მთავარი სპიკერი თინათინ რუხაძე - ACT Global-ის მმართველი პარტნიორი იყო | მასტერკლასი თემაზე „გაბედე, რომ გაიზარდო!“ შეეხო არჩევანს და იმ შინაგან გარდატეხას, რომელიც ცვლის ჯერ ლიდერს და შემდეგ მის ბიზნესს;
Women in Business (WiB) პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც პროკრედიტ ბანკი • ProCredit Bank-ის, ევროკავშირის, შვედეთის და European Bank for Reconstruction and Development (EBRD) -ის თანამშრომლობით ხორციელდება;
ზურაბ მურაკაშვილი | პროკრედიტ ბანკი • ProCredit Bank ბიზნესის განვითარების განყოფილების წარმომადგენელი;
ნინო დევაძე | მუსიკის სახლის დირექტორი;
პროგრამის ფარგლებში პროკრედიტ ბანკმა ქალთა მიერ მართულ კომპანიებში უკვე 4 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
სხვა სიახლეები
ამბროლაურის, საჩხერის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების რაგბის ტექნიკური ცენტრები აშენდება
06.04.2026.12:58
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამბროლაურში, საჩხერეში, ლენტეხში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მსოფლიო რაგბის სტანდარტების სტადიონების მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა. მომსახურების შესრულების საერთო ვადად 12 თვეა განსაზღვრული.
პროექტის მიხედვით, სტადიონებზე მოეწყობა მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და თანამედროვე განათების სისტემები, რაც მოედნის გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.
დაგეგმილია, ასევე, გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა.
რაგბის ტექნიკური ცენტრები აღჭურვილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით და ადაპტირებული იქნება ყველა მაყურებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, რაგბის 8 ხელოვნურსაფარიანი მოედნის აშენებას გეგმავს: თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, თბილისის 180-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, წყალტუბოში, გურჯაანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში.
ქუთაისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში, კი, დაგეგმილია რაგბის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მშენებლობა.
ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის „აიას“ და თბილისის ავჭალის სტადიონებს.
ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებას.