„პსჟ“-მ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება პარიზში აღლუმით აღნიშნა
„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება პარიზში საზეიმო აღლუმით აღნიშნეს.
ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები ღია ავტობუსით ელისეს მინდვრებიდან ტრიუმფალურ თაღამდე გაიარეს. ელისეს სასახლეში მათ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა.
საღამოს კი გუნდმა საჩემპიონო თასი გულშემატკივრებს საკუთარ სტადიონზე - პარკ დე პრენსზე წარუდგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
03.06.2025.11:46
კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას წარვადგენთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, მათ აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო უმაღლეს საკლუბო ტურნირებში და ეს წარმატება უნდა დავაფასოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებისთვის - კახა კალაძისა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენის თაობაზე
„ჩვენ გვყავს ასევე ორი სპორტსმენი, რომელთაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო. ესენი არიან - კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მიღებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი - NBA, ორჯერ, როგორც კალათბურთელს და ერთხელ - როგორც მენეჯერს. გადავამოწმეთ და მათ არ აქვთ მიღებული ანალოგიური ჯილდოები, ვფიქრობ, რომ დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ბატონი კახა კალაძე და ბატონი ზაზა ფაჩულიაც წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთად მიღებული ამ გადაწყვეტილებისთვის,"- განაცხადა პრემიერმა,"- განაცხადა პრემიერმა.