„პსჟ“ დღეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „სიეტლს“ დაუპირისპირდება
ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მესამე მატჩს გამართავს. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას საფრანგეთის ჩემპიონი ამერიკული „სიეტლის“ წინააღმდეგ გამართავს.
B-ჯგუფის ლიდერი ამ ეტაპზე ბრაზილიური „ბოტაფაგოა“ 6 ქულით. „პსჟ“ 3 ქულით მეორე ადგილზეა, „სიეტლმა“ კი ორივე წინა მატჩი წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს.
თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას იწყებს
13.03.2026.11:18
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სტრატეგიული განვითარების ახალ გეგმაზე დაიწყო მუშაობა. ამ მიზნით თბილისში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც UEFA GROW-ის ჩართულობით ტარდება.
ვორქშოფის პირველი დღე სფფ-ის მენეჯმენტისა და დეპარტამენტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეთმო. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ძირითადი გამოწვევები და ის მიმართულებები, რომლებიც მომდევნო წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაში უნდა აისახოს.
ორდღიანი ვორქშოფს სასტუმრო Paragraph Golf & Spa Resort Tabori მასპინძლობს. 12 მარტს, სამუშაო სესიის მეორე დღეს, სფფ-ის და უეფას წარმომადგენლები ქართული კლუბების ხელმძღვანელბეს შეხვდებიან.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო სტრატეგიული განვითარების გეგმა 2022 წელს წარადგინა. უეფასთან თანამშრომლობით შექმნილი დოკუმენტი 5-წლიან ციკლს მოიცავდა. სტრატეგიული გეგმარების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა და მოიცვა ადგილობრივ საფეხბურთო ინდუსტრიაში შემავალი ყველა ძირითადი მიმართულება.