პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონ სანდრო ბაზაძესა და 2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონ ეთერ ლიპარტელიანს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის, ფარიკაობის ეროვნული ნაკრების გუნდის წევრს, სანდრო ბაზაძესა და 2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის, ძიუდოს ქალთა ეროვნული ნაკრების გუნდის წევრს, ეთერ ლიპარტელიანს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ჩემპიონები უმაღლესი სპორტული შედეგების მიღწევისათვის გათვალისწინებულ ფულად პრიზებთან ერთად, დამატებით 65 000-65 000 ლარს მიიღებენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
ძალიან კარგი გუნდია ჩამოყალიბებული ფეხბურთის ფედერაციაში, პირველ რიგში ლევან კობიაშვილის სახით - პრემიერი
29.12.2025.01:21
საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ქართული ფეხბურთის შესახებ მომზადებულ ფილმში საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თაობაზე ისაუბრა.
,,ძალიან კარგი გუნდია ჩამოყალიბებული ფეხბურთის ფედერაციაში, პირველ რიგში ლევან კობიაშვილის სახით და მთლიანად გუნდი არის ძალიან მოტივირებული, პატრიოტები არიან, გულანთებული ადამიანები არიან - რომ არა ასეთი დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ და ქვეყნის მიმართ ასეთ შედეგებს ქართული ფეხბურთი ვერ მიაღწევდა", - განაცხადა პრემიერმა.