ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ასეთი გადაწყვეტილება ავსტრიის ჩემპიონატი ფეხბურთელებმა მიიღეს. მათი გამოკითხვის შედეგები დაჯილდოების ცერემონიაზე Bruno Gala გასაჯაროვდა. ცერემონია ვენაში უკვე 28-ედ ჩატარდა.
კიტეიშვილი ავსტრიაში გრაცის „შტურმში“ თამაშობს, რომელიც გასული სეზონის გამარჯვებული გახდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
23.04.2025.19:25
მონტენეგროში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა(-60 კგ) მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე აიუბ ბლიევი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე უნგრელ მარტონ ანდრასის და სომეხ აშიკ ანდრეიანს სძლია, ნახევარფინალში კი ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა. 21 წლის სპორტსმენმა სენიორებს შორის კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი პირველად მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.