მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.2
0.0061
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 39.422
0.0031
flag
EUR 3.15
0.0001
flag
GBP 3.6369
0.0011
flag
KZT 58.11
-0.0003
flag
TRY 0.0596
-0.0001
flag
USD 2.6916
-0.0004

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ — გიორგი ფოფხაძე

news image

„დღეს, 8 სექტემბერს, ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა,“ — ასე აფასებს საქართველოში პირველად A.C. Milan-ის საფეხბურთო ბანაკის, Milan Junior Camp-ის დაწყებას პროექტის ორგანიზატორი, Sports Corporation LLC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ფოფხაძე. 

„Milan Junior Camp-ის თბილისში ჩატარება ჩვენთვის დიდი პატივია. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც მთელი ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ „მილანის“ მწვრთნელებთან, გაეცნობიან კლუბის ოფიციალურ პროგრამას და უნიკალურ ცოდნას მიიღებენ.

ჩვენი მიზანია, ბავშვებმა არა მხოლოდ ფეხბურთი ისწავლონ უმაღლესი სტანდარტებით, არამედ მიიღონ გამოცდილება, რომელიც მათ სპორტულ და პიროვნულ განვითარებაში დაეხმარება.

ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია. მჯერა, რომ საქართველოში Milan Junior Camp აუცილებლად იქცევა ტრადიციად და ყოველწლიურად სპორტულ კარიერაში განვითარების შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტ მოზარდს მივცემთ.

მინდა, მადლობა გადავუხადო A.C. Milan-ს, იტალიის საელჩოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, თბილისის მერს  და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტს მხარი დაუჭირა,“ — აცხადებს გიორგი ფოფხაძე.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი იტალიური გრანდი ვაკის რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე თანამედროვე სპორტულ კომპლექსში ადგილობრივ მოზარდებს დაუვიწყარ კვირას შესთავაზებს. ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფილ მონაწილეებს ერთი კვირის განმავლობაში, AC Milan-ის ოფიციალური პროგრამით, საათნახევრიანი ინტენსიური ვარჯიშები ჩაუტარდებათ.

„Milan Junior Camp-ში მონაწილეობას იღებენ 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები. პროექტი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს პატარა ფეხბურთელებს, მოირგონ A.C. Milan-ის მაისური და ჩაერთონ გუნდურ, დისციპლინებულ და მხიარულ პროცესში.

პროგრამა ელიტარულ საფეხბურთო ტრენინგს და დაუვიწყარ გამოცდილებას აერთიანებს. ბანაკის მონაწილეები ყოველდღიურად ივარჯიშებენ „მილანის“ ოფიციალური მეთოდოლოგიით; ისწავლიან საერთაშორისო დონის სპეციალისტებისგან და მიიღებენ იმ ემოციებს, რასაც მოზარდს მხოლოდ ფეხბურთი ჩუქნის.

საგულისხმოა ისიც, რომ, პროექტის ფარგლებში, საქართველოში „მილანის“ აკადემიის კოორდინატორი ჩამოვიდა.  შესაბამისად, 6 სექტემბერს ქართველი მწვრთნელებისთვის და, ზოგადად, ფეხბურთში დასაქმებული პირებისთვის საინტერესო და ინფორმაციული  ხასიათის ვორქშოპი ჩატარდა. ქართველ მწვრთნელებს ვორქშოპზე „მილანის“ აკადემიის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, რაც ქართულ საფეხბურთო სივრცეში A.C. Milan-ის მეთოდოლოგიის დანერგვას შეუწყობს ხელს.

კლუბის ავტორობით შედგენილი პროგრამის მიხედვით, ყურადღება ექცევა გუნდურ მუშაობას, პიროვნულ ზრდასა და გართობას. „მილანის“ ბანაკები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რამდენიმე შერჩეულ ადგილას ტარდება. მათი მეშვეობით, ყველა მონაწილე  ეზიარება უნიკალურ გამოცდილებას, იძენენ ახალ მეგობრებს, ატარებენ სასიამოვნო დროს. ს.კ „მილანის“ მაღალკვალიფიციური მენეჯერებისა და ადგილობრივი მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ, თამაშობენ ფეხბურთს სრულიად უსაფრთხოდ.

მნიშვნელოვანია პროექტში  იტალიის საელჩოს ჩართულობა. იტალიის საელჩოც ამ პროექტის თანაორგანიზატორია. Milan Junior Camp სწორედ იტალიის სპორტის დღეების ფარგლებში ტარდება, რომელიც უკვე მეორე წელია, იმართება და ტრადიციად დამკვიდრდა. 

ინფორმაციისთვის, ახალი ინიციატივა 2024 წლის ლეგენდების მატჩის წარმატებული გამოსვლის შემდეგ დაიბადა. იგი ასახავს კლუბის სამომავლო ნაბიჯებს ქვეყნისა და იქ მცხოვრები ფეხბურთის მოყვარული საზოგადოებისადმი. პროექტი A.C. Milan-ის განვითარების გლობალური ხედვის ნაწილია.  მისი მიზანია ადგილობრივი ფეხბურთის განვითარება, კლუბის ფასეულობებისა და გამოცდილების გაზიარებით.

 

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image რა რეალური შანსები აქვს კვარას „ოქროს ბურთზე“ | კვირას მაგია

30.04.2026.18:07

საქართველოს ბანკი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში “პარი სენ-ჟერმენმა” და „ბაიერნმა“ ფეხბურთის გულშემატკივარს დაუვიწყარი სპექტაკლი უსახსოვრეს. 9-გოლიანი თრილერის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი და კაშკაშა ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც მანუელ ნოიერის კარი ორჯერ, აუღებელი დარტყმებით დალაშქრა. 

განსაკუთრებით ეფექტური პირველი გოლი გამოდგა: მოხდენილი მოძრაობით ქართველმა შემტევმა იოსიპ სტანიშიჩს თავბრუ დაახვია, შემდეგ კი გამოცდილი გერმანელი მეკარის კარი ულამაზესი დარტყმით აიღო.

მატჩამდე, ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა საკმაოდ თამამი პროგნოზი გააკეთა და აღნიშნა, რომ „ხვიჩას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ სტანიშიჩს მოედანზე სერიოზული პრობლემები შეუქმნას“. 

როგორც აღმოჩნდა, წინასწარი მოლოდინი სრულად გამართლდა. სეზონის მეორე ნახევარში ხვიჩა კვარაცხელია ისეთ სათამაშო კონდიციებში შევიდა, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია - ნებისმიერი კლუბის დაცვის ზღუდეს ქართველი ვარსკვლავი მარტივად ლახავს.

ფეხბურთში, გადამწყვეტ მომენტებში ლიდერობა ყოველთვის განსაკუთრებულად ფასობს, ხვიჩა კი პიკში სწორედ მაშინ შევიდა, როდესაც ტიტულებისთვის ბრძოლაში თითოეულ მოქმედებას გადამწყვეტი როლი აქვს.

გაგახსენებთ: ლონდონის "ჩელსისთან" სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა, შემდეგ ლონდონელებს გოლი საპასუხო შეხვედრაშიც გაუტანა. ითამაშა ნაკრებში და ისრაელს 2 გოლი გაუტანა, შემდეგ კი მორიგი დაუვიწყარი გოლი "ლივერპულთან" შემოგვთავაზა, სადაც მის თანამემამულეს, გიორგი მამარდაშვილს გვერდი ოსტატურად აუარა და ბურთი ცარიელ კარებში გადაგზავნა. საერთო ჯამში, ბოლო 11 შეხვედრაში მის ანგარიშზე 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა და იქნებ, ეს არცაა პიკი და ყველაფერი წინ გველოდება?

ოქროს ბურთის პრეტენდენტი?

სეზონის მიმდინარეობისას, ცნობილი ბრიტანული გამოცემა, Goal.com, „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებად სიას გამოაქვეყნა, სადაც 16 აპრილის მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელია მე-11 პოზიციაზე იმყოფება. სტატიაში აღნიშნულია: “თუ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპის საუკეთესო მოთამაშე დღეის მდგომარეობით უნდა დავასახელოთ, ხვიჩა კვარაცხელია უდავოდ ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება. თუმცა, საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენა, სავარაუდოდ, ხელისშემშლელი ფაქტორია იმ პოზიციასთან, რომლის დაკავებაც მას „ოქროს ბურთის“ საბოლოო რეიტინგში შეუძლია.“

გადამწყვეტ მომენტებში თავის გამოჩენა „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. ამ კონტექსტში, მიუნხენის „ბაიერნთან“ ნაჩვენები პერფორმანსი კვარაცხელიას ამ ჯილდოს პრეტენდენტთა სიაში კიდევ უფრო მაღლა წევს. ყოველ შემთხვევაში, Goal.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ეწერა, რომ “ოქროს ბურთი” უტოპია აღარაა”.

ხვიჩას ინდივიდუალური ოსტატობა, საგოლე ალღო და დაცვით ფაზაში აქტიური ჩართულობა, რასაც მისი ლიდერული ხასიათი ემატება, დღეს საერთაშორისო მედიისა და საფეხბურთო ექსპერტების განხილვის მთავარ თემას წარმოადგენს. 

უეინ რუნი კვარაცხელიას სათამაშო სტილს ასე აფასებს: „კვარაცხელია არაპროგნოზირებადია. მას აქვს ჯანსაღი სითავხედე, რომელიც მხოლოდ მოედანზე საუკეთესო მოთამაშეებს ახასიათებთ. მან ზუსტად იცის, რომ მინდორზე საუკეთესოა”.

საქებარი სიტყვები ლეგენდებისგან

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. პარი სენ-ჟერმენის ისტორიაში ერთ სეზონში 15 საგოლე მოქმედება აქამდე არცერთ ფეხბურთელს ჰქონია. ქართველის თამაშით აღტაცებას ვერ მალავს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და CBS-ის ანალიტიკოსი ტიერი ანრი:

„ის შიშის გარეშე თამაშობს და ბურთს რთულ მომენტებშიც აქტიურად ითხოვს. მას სურს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და ასეთი მენტალიტეტი იშვიათია. ხალხი მის ფინტებზე საუბრობს, თუმცა დააკვირდით, რამდენად სწორად არჩევს მომენტს, როგორ მოძრაობს, როგორ უქმნის სივრცეებს თანაგუნდელებს, როგორ აპრესინგებს მეტოქეს და როგორ გადაადგილდება მოედანზე უბურთოდ. მას ფეხბურთი ესმის.“

„ბაიერნთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, “პსჟ-ს” მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს ხვიჩა კვარაცხელიამაც უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა მის „ნაპოლიში“ გატარებულ პერიოდს და დიეგო მარადონასთან პარალელებს შეეხო. ხვიჩამ საკითხს მოკრძალებულად უპასუხა, თუმცა Sky Sports-ის გუშინდელ ეთერში საფეხბურთო ექსპერტთა შეფასებები გაცილებით თამამი იყო.

„მარადონას შემდეგ, „ნაპოლიში“ მსგავსი დონის ფეხბურთელს არ უთამაშია“, - განაცხადა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ. „ნაპოლიში კარგი მოთამაშეები ნამდვილად იყვნენ, თუმცა, კი, გეთანხმები“, - დაუდასტურა მას ალესანდრო დელ პიერომ. ფაბიო კაპელომ კი აქცენტი ლუის ენრიკეს როლზე გადაიტანა და აღნიშნა, რომ ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით კვარაცხელიამ ყველა საჭირო თვისება სრულყოფილად გამოავლინა.

შესაძლოა დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ხვიჩა კვარაცხელია იმ საფეხბურთო ზღაპარსა და უამრავი ბავშვის ოცნებებში ცხოვრობს, რომლებიც მისთვის უკვე რეალობად იქცა.

ის ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი ნაბიჯითაა დაშორებული და ამ უზომოდ წარმატებული საკლუბო კარიერის ფონზე, უფრო და უფრო მეტად უახლოვდება იმას, რასაც ადრე ვერავინ წარმოიდგენდა. 

იქნება „ოქროს ბურთი“ ამ სეზონში? მსოფლიო ჩემპიონატის ფაქტორის გამო, ეს ურთულესი ამოცანაა, თუმცა, ხვიჩა „ოქროს ბურთით“ ხელში უკვე აღარ არის მხოლოდ ეროვნული მოტივებით ნაკარნახევი სურვილი ან ილუზია - ეს რეალური შესაძლებლობაა, რომელიც სულ უფრო მკაფიო კონტურებს იძენს.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ფეხბურთელებს. საქართველოს ბანკი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა