„ლიგა 1-ის“ სეზონის საუკეთესო გოლის ავტორად ზურიკო დავითაშვილი აირჩიეს
„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის გოლი „ლიგა 1-ში“ 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა. გამოკითხვაში 8 ნომინანტი იყო წარდგენილი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე.
გამარჯვება დავითაშვილის გოლმა ყველაზე მეტი ხმით მოიპოვა. ზურიკო დავითაშვილმა ბურთი მეცხრე ტურში „ოსერს“ გაუტანა. თამაშში ქართველმა ჰეტ-თრიქი შეასრულა.
სხვა სიახლეები
ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში გამართა
19.01.2026.10:12
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.
18 იანვარს, ჩვენი გუნდი ლატვიაში გაემგზავრა და ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი შეხვედრის მასპინძელ ქალაქ რიგაში პირველი ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი რიგის ოლიმპიურ სპორტულ ცენტრში გაიმართა. მომდევნო ვარჯიშს საქართველოს ნაკრები ტურნირის მასპინძელ რიგა არენაზე ივარჯიშებს.
19 იანვარს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი 14-კაციან შემადგენლობას დაასახელებს, რომელიც ევრო 2026-ზე საქართველოს ღირსებას დაიცავს.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.