ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე, მათ შორის, უეფას კონგრესზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის ფარგლებში უეფას კომიტეტების თავმჯდომარეები მოხსენებებით წარდგნენ, მათ შორის ლევან კობიაშილი, რომელიც უეფას ფეხბურთის კომიტეტს ხელმძღვანელობს.
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა 11 თებერვალს ბრიუსელში ჩატარდა, სადაც 12 თებერვალს უეფას კონგრესი და უეფას ერთა ლიგის 2025/26 სეზონის წილისყრა გაიმართება.
სფფ-ის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან ერთად, 12 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებებს სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები – ალექსანდრე იაშვილი, აკაკი ალადაშვილი და ზაზა ზამთარაძე დაესწრებიან. ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი.
შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი 2023 წლიდან არის. სფფ-ის პრეზიდენტი ასევე ხელმძღვანელობს უეფას ფეხბურთის კომიტეტს. 2025 წლის ოქტომბრიდან ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტსაც ხელმძღვანელობს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩში ისრაელს დაუპირისპირდება
26.03.2026.10:33
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას დღეს, თბილისში, ისრაელის წინააღმდეგ გამართავს.
ამხანაგური მატჩის წინა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჩაკვეტაძეს, ხოლო საბა გოგლიჩიძემ ინდივიდუალურად ივარჯიშა.
საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი).