ხვიჩა კვარაცხელიამ საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზი გამარჯვებით და 2 საგოლე გადაცემით დაიწყო
„პსჟ“-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზი გამარჯვებით დაიწყო. პარიზულმა გუნდმა ტურნირზე თავის პირველ შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკო“ ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 72 წუთი გაატარა. მან ტურნირის თავის სადებიუტო შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შემდეგ შეხვედრას „პსჟ“ 20 ივნისს, „ბოტაფოგოს“ წინააღმდეგ გამართავს. თამაში თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
სხვა სიახლეები
14.07.2025.17:15
„ლივერპულის“ რიგებში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა - ინგლისურმა გრანდმა ამხანაგურ მატჩში „პრესტონი“ სტუმრად 3:1 დაამარცხა. ქართველმა მეკარემ მოედანზე პირველი 45 წუთი გაატარა და ერთი ბურთის მოგერიებაც შეძლო. ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც „ლივერპულში“ ითამაშა.
მამარდაშვილი „ლივერპულმა“ გასულ წელს „ვალენსიიდან“ 35 მილიონ ევროდ შეიძინა და ერთი სეზონით ესპანურ გუნდში იჯარის წესით დატოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე დებიუტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ამბობს რომ მის ცხოვრებაში განსაკუთრებული მომენტია.
„განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით ლივერპულში. ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა ამ ლეგენდარულ კლუბში. ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის. მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია“, - წერს მამარდაშვილი.