მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

ხორვატიის შემდეგ გერმანია - საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს

news image

საქართველოს 7-ქალა ნაკრები გერმანიაში, ჰამბურგში იმყოფება, სადაც 27-29 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ითამაშებს. 

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, რომელსაც ხორვატიამ, მაკარსკამ უმასპინძლა, საქართველოს 7-ქალამ ერთი გამარჯვება მოიპოვა და მე-11 ადგილი დაიკავა. 

ჰამბურგის ეტაპზე, ჯაბა მალაღურაძის გუნდი B ჯგუფში იასპარეზებს და მეტოქეებად საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია ეყოლება. 

მაკარსკას შემდეგ, გუნდში სამი ცვლილება მოხდა და ნაკრებს ირმა გულიაშვილი, ანი კაპანაძე და მარიამ ბერანძე შეუერთდნენ. საბოლოო განაცხადი კი, ასეთია: 

ირმა გულიაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, ანა დათიაშვილი, მარიამ გოგუაძე, ანა ხაბულიანი, ლიკა ხუფენია, სალომე მაკასარაშვილი, ანა პოღოსიანი, ანი კაპანაძე, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე, ნინო წიკლაური, მარიამ ბერანძე. 

საქართველოს 7-ქალა ჰამბურგში ასპარეზობას 27 ივნისს, საფრანგეთთან მატჩით დაიწყებს: 

საფრანგეთი Vs საქართველო | 27 ივნისი

ესპანეთი Vs საქართველო | 27 ივნისი

გერმანია Vs საქართველო | 28 ივნისი

საქართველოს 7-ქალამ ახალი ისტორია უკვე დაწერა და წარმატების გზაზე სვლას მიზანმიმართულად აგრძელებს. მაკარსკაში იტალიის ნაკრებთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ახლა შემდეგი ნაბიჯის მოლოდინში ვართ. 

თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა სპორტის განვითარება და ის იმპულსი, რომელსაც ქალი სპორტსმენები ამ სფეროში ქმნიან. სწორედ, ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს 7-ქალა ნაკრებს - ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მაგალითით ამტკიცებენ, რომ სიძლიერეს სქესი არ აქვს, მთავარია გჯეროდეს. 

#ერთადგავიმარჯვებთ

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

სპორტი
image ძალიან კარგი გუნდია ჩამოყალიბებული ფეხბურთის ფედერაციაში, პირველ რიგში ლევან კობიაშვილის სახით - პრემიერი

29.12.2025.01:21

საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ქართული ფეხბურთის შესახებ მომზადებულ ფილმში საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თაობაზე ისაუბრა. 

,,ძალიან კარგი გუნდია ჩამოყალიბებული ფეხბურთის ფედერაციაში, პირველ რიგში ლევან კობიაშვილის სახით და მთლიანად გუნდი არის ძალიან მოტივირებული, პატრიოტები არიან, გულანთებული ადამიანები არიან - რომ არა ასეთი დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ და ქვეყნის მიმართ ასეთ შედეგებს ქართული ფეხბურთი ვერ მიაღწევდა", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა