ხონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი აშენდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ხონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას იწყებს.
ძველი სტადიონი, რომლის ადგილზე ახალი ტექნიკური ცენტეი მოეწყობა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ხონის მუნიციპალიტეტის მერთან, ლადო ჯურხაძესთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილებისა და სამეურნეო სათავსოების მოწყობა.
სპორტული ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. ტექნიკური ცენტრი ასევე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სპორტული ინვენტარითა და მოედნის მოვლისთვის საჭირო ტექნოლოგიური საშუალებებით.
ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რეგიონებში სპორტის განვითარებასა და მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.
მათ ასევე დაათვალიერეს რამდენიმე ტერიტორია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის ადგილის შესაარჩევად.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში ხაშურისა და გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
სხვა სიახლეები
ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალშია
01.03.2026.15:20
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალშია. მან ნახევარფინალში იაპონელ რიკუ ოკადა დაამარცხა.
ფინალური ბლოკი 16:00-ზე დაიწყება, ბექაური ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ მურად ფატიევს დაუპირისპირდება.