ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.
ერთა ლიგის პლეიოფის პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. მატჩს, პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები დაესწრნენ.
მატჩის შემდეგ ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.
საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე შეხვედრა 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.
სხვა სიახლეები
30.07.2025.12:22
საქართველოს U18 გოგონათა ნაკრები ევროპის C დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ფინალურ მატჩში, ქართველი კალათბურთელები სომეხ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით 63:60 გაიმარჯვეს.
შეხვედრა ძირითადად ქართველი კალათბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა: ქართველმა გოგონებმა 4-დან 3 მეოთხედი გამარჯვებით დაასრულეს. დასკვნით ფაზაში, ნუგზარ ჭეიშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მობილიზება შეძლო და შეხვედრა სასურველი ანგარიშით დაასრულა.
ფინალურ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა სალომე სვანმა, რომელმაც 26 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა თავი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სალომესთან ერთად, ტურნირზე გამორჩეული იყო ნიცა საბადაშვილიც, რომელმაც სომხეთთან შეხვედრაში 13 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
ტურნირის განმავლობაში, ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 3-დან 3 გამარჯვება მოიპოვა, პლეი-ოფში კი ალბანეთის, შემდეგ კი სომხეთის დამარცხება შეძლო. ჭეიშვილის გუნდმა განსაკუთრებით დიდი ანგარიშით გიბრალტარი დაამარცხა (131:35), სადაც ნიცა საბადაშვილმა 56 ქულა მოიპოვა.
C დივიზიონში გამარჯვების შედეგად, საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა B დივიზიონში გადაინაცვლა სადაც უფრო მეტი კონკურენცია და დონე ელოდება: როგორც A, ასევე B დივიზიონებში, ევროპის ყველაზე ძლიერი ქალთა საკალათბურთო ქვეყნები თამაშობენ, რაც ცხადია, ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის უფრო მეტი გამოწვევა და პროგრესის მომცემი ენერგია გახდება.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს U18 გოგონათა ნაკრებს. საქართველოს ბანკი კალათბურთეს ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.